განხორციელებული აქტივობები

პირველი შეხვედრა
სკოლებში ზოგადად გამომეტყველებით კითხვაში მრავალი ხარვეზი შეინიშნება. მასწავლებელმა მნიშვნელოვანი სამუშაო უნდა გასწიოს მისაღმოსაფხვრელად. სისტემატური მუშაობით შესაძლებელია მონოტონური, გაუაზრებელი, უემოციო კითხვის დძლევა.
  გამომეტყველებითი კითხვის "ანბანი", მისი ძირითადი კომპონენტები მოსწავლის ცოდნა-ჩვევის, ემოციისა და ესთეთიკური ტკბობის საშუალებაა.
  დაწყებითი კლასებიდანვე საჭიროა მოსწავლეებს გავაცნოთ გამომეტყველებითი კითხვის პრინციპები, მიზნები და ამოცანები. პირველ რიგში უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან მხატვრული კითხვა და გამომეტყველებითი კითხვა.
  მოსწავლეებს გავაცანი საწრეო მუშაობის ძირითადი მიმართულებები. ზოგადად მიმოვიხილე თუ რა თენებს შევეხებოდით საწრეო მუშაობის დროს.

მეორე შეხვედრა
გამომეტყველებით კითხვას აქვს თავისი მოთხოვნები, რომებიც ხშირად არ არის გათვალისწინებული გაკვეთილზე მოსწავლეების მიერ. მოსწავლე იწყებს თუ არა კითხვას, იგი ხმას უცნაურად იცვლის და მთავარ ყურადღებას აქცევს სწრაფად კითხვას და ხშირად თხრობითი, კითხვითი ან ძახილის წინადადების ბოლოს არც პაუზას აკეთებს და არც ინტონაციას იცვლის.  ემოციის გადმოცემაზე საუბარი კი ზედმეტია.
  მეორე შეხვედრის დროს მოსწავლეებს გავაცანი კითხვის ანბანი რომელიც შემდეგში მდგომარეობს:
1.იკითხე ისე როგორც ლაპარაკობ. ანუ გასაგებად, მთლიანი ფრაზებით და არა ცალკეული სიტყვებით.
2.კითხვისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება სასვენ ნიშნებს და დაიცავი საჭირო პაუზები, გამოიყენე შესაბამისი ინტონაცია.
3.ყოველი წინადადების დაწყებისას საჭიროა ჰაერის სიე ჩასუნთქვა, რომ იგი საკმარისი იყოს წინადადების დამთავრებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფილტვებში არებული ჰაერის მარაგი ამოიწურება და გამოიწვევს წინადადების გაწყვეტას უადგილო ჩასუნთქვა.
4.როცა ლაპარაკობ სხვის სიტყვას, ეცადე ილაპარაკო იმ ადამიანის ხმით, ვის ნათქვამსაც ამბობ. თუ ქალი კითულობს ვაჟის სიტყვებს უნდა ეცადოს, რომ გამოიყენოს ვაჟის ხმა და პირიქით.
5.კითხვის დროს ზოგჯერ საჭიროა ხმის აწევა, ზოგჯერ დაწევა. ამის გარეშე კითხვა მონოტონური და უინტერესო იქნება.
6.უნდა ვიკითხოთ მოღალი, მჟღერი ხმით.
7.ეცადეთ გადმოსცოთ ის გრძნობა, რომელიც ავტორს ააქვს ჩაქსოვილი ნაწარმოებში (სიხარული, შიში, სიბრალული და აშ.)
  გამომეტყველებითი კითხვის ანბანის დებულების გაცნობის შემდეგ საილუსტრაციოდ წავიკითხე იგავ-არაკი "მგელი და ცხვარი". მოსწავლეებმა დაინახეს, რომ ყოვლად გაუმართლებელი იქნებოდა მგელისა და კრავის სიტყვები ერთნაირად წაგვეკითხა. მგლის სიტყვებში იგრძნობოდა თავხედობა, ვერაგობა, გაუმაძღრობა. კრავის ხმა კი ამჟღავნებდა საცოდაობას, უძლურებასა და უუფლებობას.
  შემდეგ წავიკითხეთ ვაჟა-ფშაველას "ბუნების მგოსნები". არწივის ხმაში იგძნობოდა მეფური მედიდურობა და ქედმაღლობა. ბუბლბულის ხმაში კი სიკეთე და სათნოება.


მესამე შეხვედრა
თემა: პაუზა, მახვილი.
   მოსწავლეები გაეცნო კითხვის ძირითადი კომპონენტების გამოყენებას კითხვის დროს.
  იმის გამო, რომ სწორედ საანბანო პერიოდში იძენენ ბავშვები გაუაზრებელი, მონოტონურად ამღერებული კითხვის საზიანო ჩვევებს თავიდანვე სჭირდება საჭირო სწორი კითხვის ცოდნაზე დამყარებული გამომეტყველებითი კითხვის ელემენტარული ჩვევის დანერგვა. 
  მიმდინარე შეხვედრაზე მოსწავლეები გაეცვნენ პაუზისა და მახვილის რაობასა და მათი გამოყენების მეთოდებს.
  მოსწავლეები გაეცვნენ პირველ სასვენ ნიშანს- წერტილს, რომ ის გვხვდება არა მარტო წინადადებათა დასარულს, არამედ სიტყვათა შორისაც გარკვეულ დროს.
  წერტილის პაუზის უგულებელყოფა აზრის გაგებას ართულებს და ზოგჯერ შეუძლებელს ხდის. გაკვეთილის მსვლელობის დროს მოვიყვანეთ პრქტიკული მაგალითები. ასევე მნიშვნელოვანია კითხვითი, ძახილის, მძიმის, მრავალწერტილის პაუზა, რომელთა გარეშეც შეუძლებელია ტექსტის გამომეტყველებითი კითხვა.
  პაუზის გაკეთება ზოგჯერ წინადადების შიგნითაც უნდა გაკეთდეს, სადაც არავითაი სასვენი ნიშანი არ არის. მოვიყვანეთ მაგალითები. 
  მოსწავლეები გაეცვნენ მახვილს და მის მნიშვნელობას კითხვის ან მეტყველების დროს. გაკვეთილზე განვიხილეთ მცირე დიალოგი.


მეოთხე შეხვედრა
თემა: ინტონაცია
მეცადინეობა დაეთმო სასკოლო გამომეტყველებითი კითხვის კომპონენტებიდან ისეთ მნიშვნელოვან და საყურადღებო საკითხს, როგორიცაა ინტონაცია. 
 ავიღეთ ერთი და იგივე სიტყვებით შედგენილი სამი სხვადასხვა შინაარსის წინადადება: თხრობითი- დედა მოვიდა.
კითხვითი- დედა მოვიდა?
ძახილის- დედა მოვიდა!
მოცემული მაგალითით ბავშვებმა თვალნათლივ დაინახეს, რომ წარმოთქმისას ამ წინადადებათა შინაარსის სხვადასხვაობას ავლენს მხოლოდ ინტონაცია.
  კითხვით წინადადებაში "ბავშვი ეზოში თამაშობდა"? ინტონაცია შეიძლება თუ შევცვლით სიტყვების რიგს.  ხშირად, მოსწავლეები წინადადების დამამთავრებელი სიტყვის ბოლოს მარცვალს აგძელებენ, რაც წარმოშობს უცნაურ ინტონაციას მაგ:
ვინ წაიკითხავს ლექსს?
რა გაიგეს ბავშვებმა დედისაგაან?
ექსკურსიაზე ხომ იყვიი?


მეხუთე შეხვედრა
თემა: სასკოლო გამომეტყველებითი კითხვის ძირითადი კომპონენტი- ტემპი
მოსწავლეების თვის მიინი ლექციის სახით მივაწოდე შემდეგი ინფორმაცია: ლოგკური მახვილის მატარებელი სიტყვების სიხშირეს ყოველთვის ანელებს ან აზომიერებს კითხვის ტემპი.
 ტემპი ეწოდება კითხვის აჩქარებას ან შენელებას. როცა წამკითხველი ანგარიშს არ უწევს ამ თავისებურებას და ყოველგვარ ტექსტს უცვლელი ტემპით კითხულობს, მისი მოსმენა ძალიან ძნელია. მისი კითხვა მონოტონურია, რადგან არ იცავს კითხვის ნორმალურ ტემპს. მოსწავლე ვერ "ხედავს" პოეტის ან მწერლის მიერ დახატულ სურათებს არ განიცდის და მსმენელიც ვერ განაცდევინებს ავტორის მისწრაფებას. ხოლო ტემპის ცვლის შეფარდება ნაწარმოებში გამოხატული აზრებისა და სურათების ცვლასთან კითხვას აზრიანს ხდის.
 ზოგი ლირიკული ლექსის შინაარსი სეთია, რომ თავიდან ბოომდე ნელი ტემპით იკითხება. მაგალითად როდესაც გამომხატველი განწყობა გვაქვს ლექსში. 
  მოსწავლეებთან ერთად განვიხილეთ კითხვის ტემპის ცვალებადობა ნაწყვეტში აკაკი წერეთლის იგავ- არაკიდან "ღამურა". ამის შემდეგ გავაანალიზეთ თუ რა ეფექტი აქვს ტემპის ცვლილებას.


მეექვსე შეხვედრა
თემა: რიტმი.
მინი ლექციაზე მოსწავლეები გაეცვნენ, ორმ რიტმი  ტექსტს ანიჭებს მუსიკალურობას, ჟღერადობას. რიტმი არის თანაზომიერი სამეტყველო ერთეულის გამეორება. ლექსის რიტმს მკითხველი ჩუმად (უხმოდ) წაკითხვის დროსაც გრძნობს, მაგრამ განსაკუთრებით დიდია რიტმის განცდა ხმამაღლა კითხვის დროს. სწორედ რიტმულობა აადვილებს ლექსის ზეპირად დასწავლას და ხმამაღლა წარმოთქმას. 
 მოსწავლეებს წავაკითხე ლექსები და ყურადღება გავამახვილებინე რიტმის დაცვაზე.



მეშვიდე შეხვედრა
თემა: გამომეტყველებით წასაკითხი ტექსტი.
წინასწარ მოვამზადე ტექსტი. მოსწავლეებს ავუსხენი, რომ ტექსტის გამომეტყველებით წაკითხვისთვის შსაძლოა გამოვიყენოთ შემდეგი სტრადეგია: პირველ რგში უნდა გავაანალიზოთ ტექსტის შინაარსი, თემა, იდეა. შესაძლოა საქმის გამარტივების მზნით ტექსტი დავყოთ ნაწილებად, იმის მიხედვით თუ რომელ ნაწილში იცვლება სურათი, აზრი, განწყობა. ტექსტი უნდა დაიგეგმოს ესეიგი შედგეს მარტივი გეგმა. ტექსტის მონაკვეთებში შეიძლება სევდა, ნაღველი გამოიხატებოდეს და შემდეგ მას ენაცვლებოდეს რწმენა, იმედი, სიხარული.
  თვალსაჩინოებისთვის ავირჩიეთ ვაჟა- ფშაველას "შვლის ნუკრის ნაამბობი". გავეცანით შინაარსს. მოვნიშნეთ მონაკვეთები. ფაქტობრივი ცოდნის შემოწმების შემდეგ შევადგინეთ მარტივი გეგმა, რომელმაც მიგვანიშნა ტექსტის ნაწილებში ჩაქსოვილი აზრი და ემოციის თავისებურება.


მერვე შეხვედრა
თემა: დიალოგების წაკითხვა.
დიალოგის შემცველი ტექსტი ყოველთვის ძლიერ ემოციურია. იგი ითხოვს კითხვის ტემპისა და ინტონაციის ცვლას.
  დიალოგის შემცველი ტექსტის კითხვა ნიადაგს ამზადებს როლებად კითხვისათვის. ამისათვის შევარჩიეთ "მგელი და კრავი". მოსწავლეებში გავანაწილე როლები და ვთხოვე თავი წარმოედგიანთ თავიანთ პერსონაჟის ადგლას.
  მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ აქტივობაში.

Комментариев нет:

Отправить комментарий