განხორციელებული აქტივობები "звоночки"

2019 წლის 21 იანვარს შედგა რუსული ენის საწრეო მუშაობის პრველი სამუშაო შეხვედრა. მოსწავლეები გაეცნო საწრეო მუშაობის მიზნებს და სამომავლოდ დაგეგმილი სამუშაო შეხვედრების გეგმებს.

მოსწავლეებს ჩაუტარდა სამუშაო შეხვედრა თემაზე "მისალმება და დამშვიდობება". გამოვიყენეთ სხვადასხვა თვალსაჩინო რესურსები: აქტივობის ბარათები, სურათები და სხვა.
რუსული ენის ცოდნის გაღრმავების მიზნით მოსწავლეებს შევთავაზე თოჯინების თეატრის მოწყობა და მათთან ერთად ავირჩიეთ ზღაპარი "წითელქუდა"




სამუშაო შეხვედრა თენაზე "რატომ ვიყენებთ რუსულ სიტყვებს ქართულ ენაში". შევქმენით სატელევიზიო სტუდია "колокольчики" წრის სატელევიზიო გადაცემის წამყვანები თვეში ორჯერ აწყობენ სატელევიზიო გადაცემებს თემაზე "ვისაუბროთ სწორად".



18.02.2019
ჩატარდა რუსული ენის წრე თემაზე: "კომპიუტერის მეშვეობით რუსული ზღაპრების და მულტფილმების ნახვა" ბავშვებმა თავისი სურვილით არჩეული მულტფილმები ნახეს. მათ ყველაზე მეტად მოეწონათ ი.ა. კრილოვის იგავ-არაკი "სტრეკოზაია მურავეი" და გამოთქვეს სურვილი რომ მათ გაეთამაშათ როლებში ეს იგავ-არაკი.
  

25.02.2019
ჩატარდა რუსული ენის წრე თემაზე: "თავაზიანად მიმართვა" და "მობოდიშება"



18.03.2019

ჩატარდა რუსული ენის წრე თემაზე: "შინაური ცხოველები და ფრინველები" მოეწყო ნახატი ფილმის ჩვენება ცხოველებზე და ფრინველებზე. წრის წევრებმა გაითამაშეს ინსცენირება სათაურით: "დალეკო, დალეკო...."


25.03.2019
ჩატარდა რუსული ენის წრე თემაზე: "მე შემიძლია რუსულად ვთქვა" ამ კონკურსში გაიმარჯვა II კლასის მოსწავლემ რომან წულაძემ.

01.04.2019
ჩატრდა რუსული ენის წრე თემაზე "სხეულის ენა". გამოვიყენეთ პლაკატები სადაც გამოსახული იყო ადამიანის სხეულის ნაწილები. (თავი, ცხვირი, ყური და სხვა.) პლაკატების მეშვეობით მოსწავლეებმა შეისწავლეს ახალი სიტყვები.


08.04.2019
ჩატარდა მეცადინეობა თემაზე: "ჩემი სოფელი"- ექსკურსია ბუნებაში. მოსწავლეებმა შეისწავლეს ახალი სიტყვები და შეასრულეს ნახატები.



                                                         

Комментариев нет:

Отправить комментарий