განხორციელებული აქტივობები

პირველი შეხვედრა
08/10/2019 წელი
პირველი შეხვედრა დავუთმეთ საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას, რომელიც ითვალისწინებდა წრის ორგანიზატორის არჩევას და წრის სამუშაო გეგმის გაცნობა- განხილვას.
  წრე ხელს უწყობს ბუნბის პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო მასალის უფრო ღრმად და მტკიცედ ათვისებას. განამტკიცებს სკოლის კავშირს ცხოვრებასთან, აიარაღებს მოსწავლეებს სათანადო პრაქტიკული უნარ- ჩვევებით. 
  ნორჩ მეყვავილეთა მუშაობის ძირითად ფორმებსა და მეთოდებს წარმოადგენს: პრაქტიკულ და თეორიულ  საქმიანობას ბუნებაში, ბუების ცოცხალ კუთხესი.
  წრის მუშაობაში გათვალისწინებულია ყველა ჩატარებული მეცადინეობის აღწერა, ფოტოკოლაჟი.



მეორე შეხვედრა
15/10/2019
გაკვეთილის მიზანი არის მოსწავლეებს გავაცნო ყვავილოვან დეკორატიულ მცენარეთა ჯგუფები. სასწრო შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა გაიგეს, რომ არსებობს ორი დაჯგუფება: ერთწლიანი და ორწლიანი დეკორატიული ყვავილები. 
  მოსწავლეებს ავუხსენი, რომ ერთწლიანი ყვავილები ყველაზე ეფექტური, უხვადმოყვავილე და სადღესასწაულო იერის მქონე მცენარეებია. მათ მეტი ზრუნვა სჭირდებათ, მაგრამ ამ მცენარეებს ბადალი არ ააქვთ მცენარეთა ხანგრძლივობაში. ყვავილობენ გაზაფხულის ბოლოდან, საშემოდგომო ყინვებამდე. ისინი მხოლოდ ერთ სეზონს ძლებენ. ასეთებია: ბალზამინი, ასტრა, პორტულაკი. პროექტორის დახმარებით მოსწავლეებს ვაჩვენე თითოეული მცენარე. ამის შემდეგ მათ შეეძლებათ მათი ამოცნობა. მოსწალვეები ასევე გაეცვნენორწლიან დეკორატიულ ყვავილებსა და მათ თავისებურებებს.





მესამე შეხვედრა
მესამე შეხვედრის თემა იყო: "მრავალწლოვანი ყვავილოვანი მცენარეები"
1)ბალახები: ნარცისი, ხმალაგეორგინა, ჰერბერა, შროშანი, გვირილა, კალა.
2)ბუჩქები: ჰორტენზია, ქრიზანთემა, პოენი.
3)პალმები: ბუტია, ტრახი, კარპუსი.

წრის მესამე შეხვედრაზე მოსწავლეებს ვესაუბრე მრავალწლოვან დეკორატიულ მცენარეებზე. მოსწავლეებმა ამოიცნეს და დააჯგუფეს მცენარეები მითითებული არსებობის ხანგრძლივობითა და ფორმის მიხედვით. ინტერნეტის საშუალებით მოვიძიეთ გაკვეთილზე განხილული მცენარეთა ფოტოები და ინფორმაცია თითოეულ მათგანზე.


მეოთხე შეხვედრა
შეხვედრის თემა:ოთახის მცენარეები და მათი დაჯგუფება
საკითსები: 
1)მოყვავილე მცენარეები: ამარილისა, ბალბიფოთოლა, ბეგონია, კალანხოე, ირმის რქა.
2)ფოთლოვანი მცენარეები: მონსტერა, ფიკუსი, ალოე ვერა, არმა.
3)სეკულენტები: კაქტუსები, აგავა, კლდის ვაშლი.
  შეხვედრის მინდინარეობისას მოსწავლეებს გავაცანი ოთახის მცენარეები და მათი ჯგუფები. მოსწავლეებს გავაცანი ოთახის მცენარეების კლასიფიკაცია და  მათი მოვლა- პატრონობა, როგორც ზაფხულში ასევე ზამთრის პირობებში.



მეხუთე შეხვედრა
თემა: დეკორატიული მცენარეების მავნებლები და მათთან ბრძოლა.
  მოსწავლეებს გავაცანი მცენარეთა მოვლისა და დაცვის მეთოდები. მოსწავლები გაეცვნენ, რომ დეკორატიული მცენარეების ბევრი მავნებელი ჰყავს, რომლებიც აზიანებს მცენარეთა ფესვთა სისტემას, ფოთლებსა და ყვავილებს. ესენია ჭიები, პეპლები, ქინქლები, მახრები, კოღოები...
  მცენარეთა მოვლისათვის საჭიროა ნიადაგის სწორად შერჩევა. იგი უნდა იყოს კალიუმით, მგნიუმით, ფოსფორით მდიდარი. მიწის გამოცვლაც აუცილებელია ყვავილებისათვის.
  მოსწავლეები ასევე გაეცვნენ, რომ მცენარისათვის მნიშვნელოვანია ზომიერი და პერიოდული მორწყვა. ზედმეტი წყალი ფესვების ლპობას იწვევს.


მეექვსე შეხვედრა
თემა:ყავვილოვან- დეკორატიულ მცენარეთა თესლების შეგროვება. ყვავილების შეგროვება და გამოშრობა ჰერბარიუმისთვის.
 მინი ლექციით მოსწავლეებს გავაცანი ბაღის ყვავილების სახეობები და მათი თვისებები, მოყვანისა და მოვლის მეთოდები. ასევე მოსწავლეებს გავაცანი თუ როგორ უნდა  მოხდეს ჰერბარიუმის გაკეთება. ამის შემდეგ მოსწავლეებმა პრაქტიკული სამუშაო გააკეთეს. მათ შეაგროვეს ყავაილები (მინდორში და თავიანთ ბაღებში) და ჩააწყვეს წიგნებში. როდესაც ჰერბარიუმის ყვავილები გამოშრა, მოსწავლეებმა მისგან სურათები ააწყვეს.



მეშვიდე შეხვედრა
თემა: ყვავილოვან- დეკორატიულ მცენარეების გამრავლება: კალმით, ოთლისეული, გადაწვენით, ბოლქვით, ფესვით.
შეხვედრის დროს მოსწავლეებს თეორიულად ავუხსენი თუ როგორ უნდა მოხდეს ყვავლილოვანი მცენარეების გამრავლება. ამის შემდე მოსწავლეებს ვაშვენე თუ როგორ კეთდებოდა კალმით, ფთლით, ფესვით, ბოლქვით და გადაწვენით გამრავლება. შემდეგ კი მსწავლეებს ვთხოვე თავად თავისი ხელით გაემრავლებინათ ყვავილები. მოსწავლეები თავისი სურვილით ირჩევდნენ მცენარეთა გამრავლების მეთოდებს.



მერვე შეხვედრა
თემა: პოსტერების დამზადება თემაზე: შეიყვარე და გაუფრთხილდი, "კაქტუსები", "ვარდი- ყვავილთა დედოფალი"
პოსტერების საშუალებით მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოწოდებები ბუნების დაცვის შესახებ. პოსტერები ედგებოდა მოსწავლეთა ნახატებისაგან.


მეცხრე შეხვედრა
თემა:ჰერბარიუმის ყვავილებისგან ნახატების აწყობა.
 მოსწავლეებმა წინა მეცადინეობების დროს გაკეთებული ჰერბარიუმებით დაიწყეს ნახატების ხატვა. მოსწავლეები მუყაოს ქაღალდზე წებოთი ამაგრებენ ყვავილებს.


მეათე შეხვედრა
თემა: საყვავილეების დამზადება.
წინასწარ მოზადებული ზღვის კენჭებითა და ნიჟარებით დავიწყეთ თუნოქის კოლოფების მორთვა. მოსწავლეები ცხელი წებოს საშუალებით თავისი სურვილის მიხედვით რთავდენ თუნუქის კოლოფებს.



Комментариев нет:

Отправить комментарий