გეგმა "ქართული გალობა"


                                 სასწავლო პროექტი მუსიკაში
                                     პროექტის გეგმა
პროექტის დასახელება:  -- „ქართული გალობა“.
პროექტში მონაწილეობენ: --
  VIII  კლასი.
პროექტის აქტუალობა:  --
მოსწავლეებმა ნაკლებად იციან  ქართული გალობის შესახებ, რომელი საუკუნიდან არსებობს , რა გზები გამოიარა რომ ჩვენამდე მოეღწია  და ვინ არიან ის ადამიანები ვინც ეს ქართული საეკლესიო მუსიკის საგანძური შემოგვინახა.
პროექტის მიზანი:  --
გაეცნონ პროექტის მონაწილეები ქართული გალობის ნიმუშებს, საერო და სასულიერო მოღვაწეების: ფილიმონ ქოეიძის , ძმებ კარბელაშვილების , ექვთიმე კერესელიძის შემოქმედებით გზას, რომლებმაც ნოტებზე გადაიტანეს და დღემდე შმოგვინახეს ქართული პოლიფონიური გალობა.   
პროექტზე მუშაობის ვადები:  
დასაწყისი:  20.05.2019წ.    დასასრული: 10.06.2019წ.
მოსალოდნელი შედეგი/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: --  მოსწავლეები მოიძიებენ იმფორმაციას ქართული საეკლესიო მუსიკის , სასულიერო მოღვაწეების და სამგალობლო სკოლების შესახებ. მოიძიებენ,  მოისმენენ და გაეცნობიან ქართულ საგალობლებს და თავად ჩაწერენ დიკზე.
ადგენენ კედლის გაზეთს.
პროექტის მსვლელობა: --  სხვადასხვა წყაროს გამოყენებით ( ლიტერატურა, ინტერნეტი) მოიძიებენ იმფორმაციას ქართული გალობის შესახებ, ფოტო და აუდიო მასალას რომელიც დაეხმარებათ კედლის გაზეთის შესაქმნელად. დაესწრებიან საეკლესიო მსახურებას და გაესაუბრებიან რეგენტს. მოძიებულ საგალობლებს გადაიტანენ  დისკზე და დაურთავენ კედლის გაზეთს რომელსაც გამოაკრავენ სკოლის ფოიეში რათა სხვა მოსწავლეებმაც შეძლონ გაცნობა.
  მოსწავლეებთან ერთად შევადგენ განსახორციელებელი ამოცანების გეგმას. თავად შეადგენენ პროექტზე მუშაობის თვითშეფასების და ურთიერთშფასების სქემას. გამოვიყენებ ჯგუფის მუშაობის მეტაანალიზის კითხვარს. მოსწავლეები ინდივიდუალურად შეავსებენ კითხვერს , რაც დამეხმარება გავაანალიზო ჯგუფში ფუნქციების გადანაწილება , რომელ მოსწავლესთან რა მიმართულებით მუშაობაა საჭირო.
 პროექტის მიმდინარეობისას ვაწარმოებ შვალედურ შეფასება/ მონიტორინგს.
 მოსწავლები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკით.  
  ბოლოს მოსწავლეები შეავსებენ მათ მიერ განხორციელებული პროექტის შეფასების კითხვარს, რომელის შედეგებსაც გავითვალისწინებ შემდგომი პროექტზე მუშაობისას. .
  
 ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  მუს.VIII.3.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა დავალებია შესრულება მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით.
მუს.VIII.4.მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტში მონაწილეობა.
მუს.VIII.5. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მუსიალური ნაწარმოების გაანალიზება.
მუს.VIII.6.მოსწავლეს შეუძლია გააცნოს თანაკლასელებს მუსიკალური ხელოვნების ნიმუში ან მუსიკოსის შემოქმედება.
მუს.VIII.7. მოსწავლე იცნობს და შეუძლია ქართული და მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების ცნობილი ნიმუშების დახასიათება.
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები

     --იცნობს მუსიკალურ-კომპიუტერულიპროგრამების სხვადასხვა შესაძლებლობას (მუსიკის ჩაწერა, ფაქტურის, ტემბრის შერჩევა , რიტმული და აკორდული თანხლება).    
     --მონაწილეობს პროექტის მიზნის განსაზღვრასა და დაგეგმვაში;   
     -- მოიძიებს თეორიულ მასალას , ქმნის რესურსს;
    --  მონაწლეობს პროექტის წარდგენასა და შეფასებაში.
    --საუბრობს მუსიკალური ნაწარმოების მოსმენით გამოწვეულ შთაბეჭდილებაზე;
    --განსაზღვრავს მუსიკალური ნაწარმოების ჟანრს (ოპერა, ბალეტი, სიმფონია, ინსტრუმენტული კონცერტი...), სტილს (კლასიკური, ხალხური, თანამედროვე);
      -- მოსმენის დროს ახასიათებს მუსიკალურ გამომსახველობით საშუალებებს;
       -- ახასიათებს შემსრულებელთა შემადგენლობას: ინსტრუმენტული (დიდი და კამერული ორკესტრი, კამერული ანსამბლი), ვოკალური, ვოკალურ-ინსტრუმენტული (დიდი და კამერული შემადგენლობა);
     -- საუბრის დროს იყენებს მუსიკალურ/ სახელოვნებო ტერმინოლოგიას;
     --ამოიცნობს მუსიკალურ ნაწარმოებებს მოსმენისას.
     --შეარჩევს მისთვის საინტერესო მუსიკალურ ნაწარმოებს / შემსრულებელს/ კომპოზიტორს;
     -- მოიძიებს და ამუშავებს იმფორმაციას მუსიკალური ნაწარმოების , კომპოზიტორის , შემსრულებლის შესახებ;
      -- წარადგენს მოძიებულ იმფორმაციას, საკუთარ შთაბეჭდილებას მუსიკალური ნაწარმოების, ამა თუ იმ მუსიკოსის შესახებ;
     -- მოიძიებს მუსიკალურ (აუდიო-ვიდეო) მასალას, საჭირო აპარატურას და იყენებს მას პრეზენტაციის დროს.
     --ადარებს ერთი და იმავე ჟანრის სხვადასხვა ნაწარმოებს და საუბრობს მათ დამახასიათებელ ნიშნებზე.   
     --ადარებს სხვადასხვა დიალექტის ერთი და იმავე ჟანრის ხალხურ სიმღერებს ;
      -- ადარებს ერთი და იმავე ავტორის/ ეპოქის ნაწარმოებებს( დამახასიათებელი ჟანრები, სტილი, თემატიკა, ხელწრა...);
     --ახასიათებს ნაცნობ მუსიკალურ  ფორმებს და ადარებს ამ ფორმით დაწერილ მუსიკალურ ნაწარმოებებს;
     --უპასუხებს ნობიი კომპოზიტორის , შემსრულებლის ბიოგრაფიასთან, შემოქმედებასთან დაკავშირებულ შეკითხვებს.                                                                                       





პროექტის საჭირო ძირითადი რესურსი:   ინტერნეტი, კომპიუტერი, პროექტორი, თაბახის ფურცლები, მარკერი, დისკი. 
 
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი:   ია  ხურციძე
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:   iaxurcidze81@gmail.com
პროექტის ვებ გვერდი:    
tchantchati.blogspot.com





პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლის შეფასება მასწავლებლის მიერ

ქულა
მოქნილობა
მიღწეული
ქულა
   5
მოსწავლეს ძალიან კარგად შეუძლია მოპოვებული იმფორმაციის, წინადადებების და რჩევების ადაპტირება და დამოუკიდებლად მათი ადეკვატურად გამოყენება.


     4
მოსწავლეს შეუძლია მოპოვებული იმფორმაციის, წინადადებების და რჩევების ადაპტირება და მათი ადეკვატური გამოყენება.


     3
მოსწავლეს სხვატა უმნიშვნელო დახმარებით შეუძლია მოპოვებული იმფორმაციის, წინადადებებისა და რჩევების ადაპტირება და მათი შეზღუდულად გამოყენება . 


    2
მოსწავლეს უჭირს მოპოვებული იმფორმაციის , წინადადებების, რჩევების ადაპტირება და გამოყენება.


     1
მოსწავლეს ძალიან უჭირს მოპოვებული იმფორმაციის, წინადადებების, რჩევების ადაპტირება და გამოყენება.


      0
მოსწავლეს არ შეუძლია მოპოვებული იმფორმაციის, წინადადებების , რჩევების ადაპტირება და გამოყენება


თანამშრომლობის უნარი

     5
მოსწავლე მზად არის, მაქსიმალური წვლილი შეიტანოს ჯგუფის მუშაობაში და მოაწოდოს მას რაც შეიძლება მეტი გამოსადეგი იდეა. მას ყოველთვის შეუძლია ჯგუფის სხვა წევრების წინადადებათა მოსმენა, გათვალისწინება და განვითრება.

     4
მოსწავლე მზად არის შეიტანოს წვლილი ჯგუფის მუშაობაში და მოამარაგოს ჯგუფი გამოსადეგი იდეებით. მას უმეტესად შეუძლია ჯგუფის სხვა წევრების წინადადებათა მოსმენა, გატვალისწინება და განვითარება.

      3
მოსწავლე ნაწილობრივ მზადაა, შეიტანოს წვლილი ჯგუფის მუშაობასი და მოამარაგოს ჯგუფი საკუთარი იდეებით. იგი ხშირად უსმენს ჯგუფის სხვა წევრტა წინადადებებს, ითვალისწინებს და ცდილობს მათ განვითარებას.

     2
მოსწავლეს იშვიათად შეაქვს წვლილი ჯგუფის მუშაობასიდა ძნელად ამარაგებს ჯგუფს იდეებით. იგი იშვიატად უსმენს ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს, ნაკლებად ითვალისწინებს და თითქმის არ ცდილობს მათ განვითარებას.

     1
მოსწავლეს თითქმის არ შეაქვს წვლილი ჯგუფის მუშაობასი და არ ამარაგებს ჯგუფს იდეებით. იგი არ უსმენს , არ ითვალისწინებს და ცდილობს ჯგუფის სხვა წევრების წინადადებების განვითარებას.

      0
მოსწავლეს არ აქვს არავითარი მზაობა ჯგუფური მუშაობისთვის .


კომუნიკაციის უნარი

     5
მოსწავლე ძალიან კარგად ახერხებს ფაქტების, კონტექსტის, თავისი ემოციური მდგომარეობის ადეკვატურად გადმოცემას იგი ყოველთვის მისდევს საუბრის/დიალოგის /დისკუსიის წესებს და შეუძლია ძალიან კარგი იმპულსების გაცემა ერთობლივი სამუშაოს წარმართვისთვის.

      4
მოსწავლე კარგად ახერხებს ფაქტების, კონტექსტის , თავისი ემოციური მდგომარეობის ადეკვეტურად გადმოცემას. იგი თითქმის ყოველთვის მისდევს საუბრის/დიალოგის/დისკუსიის წესებს და შეუძლია კარგი იმპულსების მიცემა ერთობლივი სამუშაოს წარმარტვისთვის.

       3
მოსწავლე იშვიატესად ახერხებს ფაქტების, კონტექსტის, თავის ემოციური მდგომარეობის ადეგვატურად გადმოცემას. იგი ხშირად მისდევს საუბრის/დიალოგის/დისკუსიის წესებს და ხანდახან შეუძლია, კარგი იმპულსები გასცეს ერთობლივი მუშაობისას.

      2
მოსწავლე იშვიათად ახერხებს ფაქტების კონტექსტის , თავისი ენოციური მდგომარეობის ადეკვატურად გადმოცემას, იგი იშვიათად მისდევს საუბრის /დიალოგის/დისკუსია წესებს და თითქმის არ გასცემს პოზიტიურ იმპულსებს ერთობლივი მუშაობის პროცესში.

      1
მოსწავლეს თითქმის არ შესწევს უნარი, ფაქტებს, კონტექსტი, თავის ემოციური მდგომარეობა ადეკვატურად გადმოსცემს. იგი  იშვიათად მისდევს საუბრის/დიალოგის/დისკისიის წესებს და ვერ ახერხებს პოზიტიური  იმპულსების გაცემას.

      0
მოსწავლეს არ შესწევს უნარი, ფაქტები,კონტექსტი,საკუთარი ემოციური მდგომარეობა ადეკვატურად გადმოსცემს. იგი არასოდეს მისდევს საუბრის/დიალოგის/დისკუსიის წესებს და არ გასცემს პოზიტიურ იმპულსებს პროექტზე მუშიობის პროცესში.


კომფლიქტების მოგვარების უნარი

      5
მოსწავლე სისტემატურად ამჟღავნეს კომპრომისის უნარს და შეუძლია, პირადი ინტერესები, თუ საჭიროება მოითხოვს, უკანა პლანზე გადასწიოს. მას შეუძლია პრობლემების იდენფიცირება, დროული რეაგირება და კონსტრუქციული კრიტიკის მიწოდება. მას ყოველთვის შესწევს შეცდომების აღიარებისა და დასკვნების გამოტანის უნარი.

    4
მოსწავლე  ამჟღავნებს კომპრომისის უნარს და უმეტესწილად შეუძლია, პირადი ინტერესები, თუ საჭიროება მოითხოვს , უკანა პლანზე გადაწიოს. ის ხშირად ახერხებს პრობლემების იდენფიცირებას, დროულ რეაგირებას და კონსტრიქიული კრიტიკის მიწოდებას . მას შესწევს უნარს, აღიაროს შეცდომები და დასკვნები გამოიტანოს.

     3
მოსწავლეს უჭირს კომპრომისზე წასვლა და, საჭიროებისამებრ, პირადი ინტერესების უკანა პლანზე გადაწერვა. მას შეუძლია ზოგიერთი პრობლემის იდენტიფიცირება, დროული რეაგირება და კონსტრუქციული კრიტიკის მიწოდება . მას უჭირს შეცდომების აღიარება და დასკვნების გამოტანა.

      2
მოსწავლეს უჭირს კომპრომისზე წასვლა და საჭიროებისამებრ, პირადი ინტერესების უკანა პლანზე გადაწევა. მას არ შეუძლია პრობლემების იდენფიცირება დროილი რეაგირება და კონსტრუქციული კრიტიკის მიწოდება. მას უჭირს შეცდომების აღიარება და დასკვნების გამოტანა.

     1
მოსწავლეს თითქმის არ შეუძლია კომპრომისზე წასვლა და საჭიროებისამებრ პირადი ინტერესების უკანა პლანზე გადაწევა. მას არ შეუძლია პრობლემების იდენტიფიცირება, დროული რეაგირება და კონსტრუქციული კრიტიკის მიწოდება. მას ძალიან უჭირს შეცდომების აღიარება და დასკვნების გამოტანა.

     0
მოსწავლეს არ შეუძლია კომპრომისზე წასვლა და, საჭიროებისამებრ , პირადი ინტერესების უკანა პლანზე გადაწევა. მას არ შეუძლია პრობლემის იდენტიფიცირება, დროული რეაგირება და კონსტრუქციული კრიტიკის მიწოდება. მას არ შეუძლია შეცდომების აღიარება და დასკვნების გამოტანა.





Комментариев нет:

Отправить комментарий