რეფლექსია
ჩავატარე
პრაქტიკული კვლევა თემაზე-„ შემაჯამებელ და საკლასო შეფასებებს შორის განსხვავების
დადგენა და გაუმჯობესების გზები“.კვლევაში დახმარება ჩემმა კოლეგებმა-მათემატიკის კათედრის
წევრებმა გამიწიეს. განვსაზღვრეთ სამიზნე ჯგუფი, კვლევის მიზანი და ამოცანები. ჩავატარეთ
ინტერვიუები მოსწავლეებთან, გამოვკითხეთ სხვა საგნის მასწავლებლებიც,მოვამზადეთ კითხვარები
მშობლებისათვისაც.გავაკეთეთ მონაცემთა ანალიზი.კვლევაზე მუშაობის პროცესი საინტერესოდ
მიმდინარეობდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის კოლეგებთან მუშაობა, ინტერვიუმ მოსწავლეებთან
ბევრ რამეზე დამაფიქრა. კმაყოფილი ვარ, რომ პრობლემა
სწორად შევარჩიე, მაგრამ უკეთესი იქნებოდა კვლევა უფრო დიდი მაშტაბით გამეკეთებინა,ვგულისხმობ
იმას,რომ სხვა საგნის შედეგებიც სიღრმისეულად შემესწავლა. ვფიქრობ,რომ კოლეგებთან თანამშრომლობა
დამეხმარა სხვა თვალით დამენახა სწავლა-სწავლების პროცესი კლასში. მნიშვნელოვანია,
რომ კვლევის პროცეში ჩატარებული ტესტირების შედეგები ნელ-ნელა იზრდებოდა. გავაკეთეთ
დასკვნები და დავსახეთ პრობლებმის გადაჭრის გზები. იმედი მაქვს ჩატარებული კვლევა დამეხმარება
პრობლემების ბოლომდე გადაჭრაში,რადგან უკვე იყო პროგრესი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
Комментариев нет:
Отправить комментарий