განხორციელებული აქტივობები

                                               გაკვეთილი  N 1         

მოსწავლეებს გავაცანი წრის მუშაობის გეგმა და განრიგი. ვესაუბრე წრის მიზანზე და მისაღწევ შედეგებზე. წრეზე მონაწილეთა სურვილი გამოთქვა 11- მა  მოსწავლემ. პირველი შეხვედრისას გავიცანით ერთმანეთი: 1. ნია წულაძე, 2. გვანცა გოუაძე, 3 ანამარია წულაძე, 4. ნინო გოგუაძე, 5 მარიამ ხვედელიძე, 6. ანანო აბაშიძე, 7. მარიამ ვადაჭკორია, 8. ანამარია ჩიჩუა, 9. ანა ჩახვაძე, 10. თეონა ვადაჭკორია, 11 ნინო ტყეშელაშვილი.


                                           გაკვეთილი N 2

კარლ ორფის მეთოდით მოსწავლეებმა შეძლეს რიტმული სავარჯიშოების შესრულება.  ჩხარუნებით, ჭიქებით, დოლით და ქსილოფონით აყვნენ რიტმულად კლასიკურ მუსიკას და შექმნენ „ორკესტრი“. 

                           
                                              გაკვეთილი  
N 3
მოსწავლეებმა გაიხსენეს ცნობილი საბავშვო სიმღერები და დაასახელეს . აირჩიეს შესასწავლი სიმღერა „ რა დილა თენდება“ და ვიმუშავეთ მის ტექსტურ და ვოკალურ დამუშავებაზე.



                                          გაკვეთილი  
N 4
საქართველოს კუთხეების სიმღერების და წელიწადის დროების დამახასიათებელი ელფერზე საუბრის შემდეგ მისწავლეებს შევთავაზე ნუნუ გაბუნიას სიმღერა „ აქარგული ჩაქარგული“-ს  შესწავლა . მოიწონეს და წარმატებით გაართვეს თავი და მოსწავლეებმა სიმღერა.


                                            გაკვეთილი 
N 5
შევეცადე მოსწავლეებს გაეხსენებინათ მუსიკალური ნოტების დასახელებები გამღერებით.
შემდეგ წავუკითხე მირიანაშვილის სიმღეის ტექსტი „დო, რე, მი“ , რომელმაც გმოიწვია მოსწავლეების დაინტერესება და ხალისით იმუშავის სიმღერის შესწავლაზე.


                                          გაკვეთილი
N 6
მხიარული გამოდის გაკვეთილი და უფრო მოტივირებულები ხდებიან მოსწავლეები , როცა ვიწყებთ გაკვეთილს გამღერებით და „ ორკესტრით“. ამ გაკვეთილზე მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებით შევასწავლე სიმღერა „დედა“.


                                         გაკვეთილი 
N 7  
მოსწავლეებმა გაიხსენეს უკვე შესწავლილი სიმღერები . ვესაუბრე მათ ქართველ კომპოზიტორებზე , რომლებიც წერენ საბავშვო სიმღერებს , მათ შორის მაია ოთაშვილზე და შევასწავლე სიმღერა „ ჩემი ლამაზი პეპელა“. 




                                                 გაკვეთილი   8
გაზაფხულის შემოსვლასთან ერტად ვუქმნი მოსწავლეებს სათანადო განწყობას და შევასწავლი სიმღერას “
მხიარული გაზაფხული“ , მეტი ხალისისთვის რიტმულად აყოლებენ ჩხარუნებს და დირიჟორობს ერთი მოსწავლე.


                                               გაკვეთილი 
N
ყოველ გაკვეთილს ვიწყებთ გამღერებით , უკვე შესწავლილი სიმღერების გამღერებით და ახალი სიმღერის ტექსტის და მელოდიის შესწავლით გრძელდება.
  შემდეგ სიმღერას „ოდელია დელა“ ხალისით სწავლობენ.
 
                                                 გაკვეთილი 
N 10
მოსწავლეები ემზადებიან საგაზაფხული, სასკოლო ღონისძიებაში ჩასართავად თავიანთი ნასწავლი სიმღერებით. იმეორებენ და ამტკიცებენ სიმღერებს და მუშაობენ ხმებში სიმღერაზე.

                                                     გაკვეთილი 
N  11
რიტმული და მელოდიური სავარჯიშოების შესრულების შემდეგ შევუდექით ახალი სიმღერის შესწავლას . კომპოზიტორ მერაბიშვილის სიმღერას „შხაპი შხუპი“ , რომელსაც წარმატებით გაართვეს მოსწავლეებმა თავი. 

                                               გაკვეთილი 
N  12 
მოტივაციის ასამაღლებლად და განწყობის შესაქმნელად მოსწავლეებს ვაჩვენე ფრაგმენტები ქართული კ/ფ  - დან   „მანანა“ რის შემდეგაც შევთავაზე ამ სიმღერის შესწავლა რამაც დიდი დაინტერესება გამოიწვია . ხალისით შეუდგნენ ამ სიმღერის შესწავლას და შეეცადნენ ხასიათის სამსახიობო ოსტატობით მორგებას. 

                                                     გაკვეთილი  
N 13 
საქართველოზე , მთიან კუთხეებზე და ბუნებაზე საუბრის შემდეგ მოსწავლეებს მოვასმენინე  მ. ოთიაშვილის სიმღერა „ეს ლამაზი მთები“ და ვთხოვე დაეხატათ თავისი ფანტაზიით სიმღერუს მელოდიისგან შექმნილი შთაბეჭდილება.   ამისშემდეგ შევუდექით სიმღერის შესწავლას და დამუშავებას რასაც წარმატებით გაარტვეს მოსწავლეებმა თავი.

                                                         გაკვეთილი
N 14 
მოსწავლეებს ვთხოვე დაეხასიათებინათ კუთხე სადაც იმყოფებოდნენ, გურია. გაეხსენებინათ გურული წეს- ჩვეულებები და ხალხური სიმღერები, რასაც შემატეს და შეისწალეს სიმღერით საბავშვი სიმღერა „ გურული მგზავრული“. 

                                                            გაკვეთილი  
N 15
 ყოველ გაკვეტილს ვიწყებტ გამის გამღერებით და სხვადასხვა მელოდიებზე რიტმული სავარჯიშოების შესრულებას კარლ ორფის მეტოდით ,  ქმნიან „ორკესტრს“. 
  დღეს შევისწავლეტ სიმღერა „ წვიმს წვიმს“.






                                                       გაკვეთილი N 16
მოსწავლეებს ვთხოვ გაიხსენონ და დაასახელონ
, რომელი ქართველი კომპოზიტორების სიმღერები შეისწავლეს ამ ხნის მანძილზე და რომელ მათგანს გამოარჩევდნენ მათთვის განსაკუთრებულად, რომლების სიმღერები მოსწონთ ყველაზე მეტად. შემდეგ კიდევ ერთ ახალ კომპოზიტორს ვაცნობ რევაზ ლაღიძეს და ვასმემინიბ მის სიმღერას „ჰერიო“. ტექნიკური სირთულის მიუხედავად წარმატებით შეისწავლეს ეს სიმღერა.

                                                       


             გაკვეთილი N  17 
სამშობლოზე , საქართველოს კუთხეებზე საუბრის შემდეგ მოვასმენინე და შევთავაზე გ. ბზვანელის სიმღერა „სამშობლო“ - ს   შესწავლა რამაც დიდი დაინტერესება გამოიწვის , მოეწონათ მელოდიურად და ხალისით შეისწავლეს.

                                         გაკვეთილია
N  18 
ვამზადებ შემაჯამებელი ღონისძიებისთვის. შევთავაზე მოსწავლეებს სცენარი სადაც მათი უკვა ნასწავლი ტერმინოლოგია თუ აქტივობა გამოვიყენე შევარჩიე მოსწავლეებთან ერთად მათთვის საყვარელი შესწავლილი სიმღერები და შევურჩიეთ სახელწოდება ღონისძიებას „ მუსიკის სამყაროში მოგზაურობა“ . დავგეგმეთ ჩატარების დღე. გავუნაწილე მათი სურვილით როლები და მივეცი მითითებები.

                                                გაკვეთილი
N  19
„პატარა მუსიკოსებმა“ მოიწვიეს მშობლები, მასწავლებლები და ბავშვები „მუსიკის სამყაროში სამოგზაუროდ“ მიუხედავედ პატარების ღელვისა და ემოციური ფონისა საკმაოდ კარგად გაართვეს ღონისძიებას თავი და მოწონებაც დაიმსაურეს დამსწრე საზოგადოებიდან.




















































                                                






                                         

Комментариев нет:

Отправить комментарий