ეთერ ცინჩაბაძის კვლევა

სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის
სოფელ ჭანჭათის საჯარო სკოლის
პედაგოგის ეთერ ცინცაბაძის

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა




საკვლევი თემა:

„გრამატიკის თეორიული და პრაქტიკული
 ცოდნის დონე მოსწავლეებში“


ავტორი: ეთერ ცინცაბაძე
2016-2017 სასწავლო წელი







                                                                      2017




სარჩევი
აბსტრაქტი..........................................................3
შესავალი ............................................................3
კვლევის მიზანი.................................................5
პრაქტიკული კვლევის არსი............................5
მეთოდოლოგია და კვლევის პროცესი..........6
გადაჭრის გზები................................................9
დასკვნა................................................................10
ლიტერატურა................................................................10
























   აბსტრაქტი
          წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათის საჯარო სკოლაში ჩატარებული კვლევის ანგარიშს. კვლევის მიზანს წარმოადგენს ქართული ენის გრამატიკის თეორიისა და პრაქტიკის ცოდნის დონის დადგენა მოსწავლეებში.
            კვლევის ფარგლებში გამოვიყენე დაკვირვება, ექსპერიმენტი, ინტერვიუ.
           კვლევამ აჩვენა, რომ ინტერვენციის გზით ჩვენ მიერ შემუშავებული სტრატეგიების გამოყენებით შესაძლებელია მოსწავლეებში გრამატიკის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის თანხვედრა.
          პრობლემის კვლევისა და ინტერვენციის ანალიზის შედაგად შემუშავდა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც გაუადვილებს სკოლის მოსწავლეებს სალიტერატურო ენის ნორმების დაცვას. საჭირო თანამშრომლობის გაღრმავება პედაგოგებს შორის  შესაძლებლობას მისცემთ მათ მიგნებულად წარმართონ პრობლემის გაუმჯობესების გზები.








შესავალი
      მეტყველება პიროვნების დამახასიათებელი ნიშანი და ქცევაა. კულტურული მეტყველება დედაენის კარგი ცოდნისა და პიროვნების განათლებულობის არსებითი ნიშანია. მეტყველება გამართულია, კულტურულია, თუ  მასში მარჯვედაა გამოყენებული გრამატიკული წესები და ლექსიკური საშუალებები.
      ენა საზოგადოებრივი კუთვნილებაა. მოსწავლე, შემდეგში მოქალაქე, ვალდებულია დაიცვას ამ ენაზე მეტყველების წესები და პრაქტიკულად განახორციელოს იგი. ვინაიდან მოსწავლეთა მეტყველების განვითარებაზე მოქმედებს მარავალი, სუბიექტური თუ ობიექტური ფაქტორი: ოჯახური გარემო, სკოლა, ჟურნალ- გაზეთი, ინტერნეტი, კინო, ტელევიზია..... სწორედ ამიტომ ძნელდება მოსწავლეთა მეტყველების უნაკლოდ, შეუფერხებლად განვითარება.
       მოსწავლე სკოლაში ეუფლება სალიტერატურო ენის ნორმებს და უმდიდრდება გონება, უმუშავდება გარკვეული შეხედულება საგნებზე, მოვლენებზე. ამ საკითხებს შეგნებულად უნდა უდგებოდეს არა მარტო მშობლიური ენის მასწავლებელი, არამედ ყველა საგნის მასწავლებელი და მოსწავლეთა მშობლები. „მოსწავლეებს უნდა გამოუმუშავდეთ შინამეტყველების ჩვევები, რადგან იგი მჭიდროდაა დაკავშირებული გარემეტყველებასთან“ [ა.შანიძე]
        ქართული ენა და ლიტერატურა ერთ-ერთ ძირითად საგნად ითვლება.  მიუხედავად იმისა, რომ საგნის სახელწოდება აერთიანებს ენის შესწავლის ორივე ნაწილს, გრამატიკასაც და ლიტერატურასაც, საგნის შესწავლისას უმეტესი ყურადღება ეთმობა ლიტერატურის შესწავლას, რაც მოიცავს ტექსტების გაცნობას, მათ ანალიზსა და კრიტიკას,რაცლოგიკურია,მაგრამ ამავე დროს არანაკლებ მნიშვნელოვანია გრამატიკის საფუძვლიანი ცოდნა,რაც გვაძლევს საშუალებას, რომ მიღებული ცოდნა წარმატებით გამოვიყენოთ პრაქტიკაში.








საკვლევი პრობლემა
         ქართული ენისა და ლიტერატურის ჩაბარება სავალდებულოა როგორც გამოსაშვებ, ასევე მისაღებ გამოცდებში. თუ გადავხედავთ საგამოცდო პროგრამებს, ადვილად შევამჩნევთ, რომ პროგრამის საკმაოდ დიდი ნაწილი გრამატიკულ ცოდნას ეთმობა. მაგალითად, ერთიან ეროვნულ გამოცდებში ქართულის 100 ქულიან ტესტში ვხვდებით დავალებას, სადაც მოსწავლეებს ევალებათ ტექსტის რედაქტირება. ეს დავალება მთლიანი ქულის 20%-ს შეადგენს და მის შესასრულებლად საჭიროა გრამატიკის საკმაოდ კარგი ცოდნა.  ბავშვებს მუდმივად აქვთ შეხება ტელევიზიასთან და ინტერნეტთან, სადაც არანაირი ცენზურა არაა დაწესებული,ან თუ არის,არ ჩანს. გრამატიკულად  გამართულად არ საუბრობენ  მასმედიის წარმომადგენლებიც, ან ცნობილი სახეები,პოლიტიკოსები, და საერთოდ,ჩვეულებრივი მოქალაქეები.
ბავშვს  ძალიან ადვილად და შესაბამისად, არასწორად ამახსოვრდება  მედია საშუალებების მეშვეობით მოსმენილი.
         ყველასათვის ცნობილია,რომ ქართულ სალიტერატურო ენას საფუძვლად დაედო ქართლური დიალექტი,რის საფუძველზეც შემუშავდა სალიტერატურო ენის ნორმები. მაგრამ დღეს ცოცხალი  მეტყველება შესამჩნევად შევსებულია ქართლური დიალექტისათვის დამახასიათებელი ფორმებით,რაც მსმენელში,მნიშვნელოვან გავლენას ახდენს,ეს გამოიხატება იმაში,რომ ისინი სასაუბროდ იყენებენ ქართლური დიალექტისათვის დამახასიათებელ ფორმებს და აქვთ წარმოდგენა, რომ ლიტერატურულად მეტყველებენ და ეს(თბილისური მეტყველება) მისაბაძი ხდება.მაგალითად:,,ეხლა“(უნდა ახლა), ,,სვავს“(უნდა,,სვამს“), ,,იზავს“(უნდა,,იზამს“), ,,იცვავს“(უნდა,,იცვამს“) ,,ახლიდან“(უნდა ,,თავიდან“), ,,მადლობა მოიხადა“(უნდა ,,მადლობა გადაიხადა“), ,ბოდიში გადაუხადა“(უნდა ,,ბოდიში მოუხადა“),  ,,სკოლასთან არ მისული“(უნდა ,,სკოლამდე“) და ა.შ. თუმცა ორი აზრი არ არსებობს იმის შესახებ, რომ ენის სიწმინდის დაცვა უმნიშვნელოვანესია და სამწუხაროდ,რეალურად ეს ვერ, ან არ, ხორციელდება.
         ამდენად,სამწუხაროდ, ცოცხალი მეტყველება დაშორდა სალიტერატურო ენის ნორმებს და ეს უკანასკნელი მხოლოდ ბეჭდურ მედიასა და ვიწრო სპეციალისტებთან იხმარება.ილია ჭავჭავაძემ თაობათა  შორის ბრძოლაში ამ საკითხებს დიდი ძალისხმევა შეალია.კონსატანტინე გამსახურდია წერს:,,მშობლიური ენის სიწმინდის დაცვისათვის ბრძოლა ისეთივე საპატიო საქმეა,როგორიც ხმლით დაცვა საკუთარი სამშობლოსი“.


კვლევის მიზანი
v  გრამატიკის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის დონის დადგენა მოსწავლეებში.
v  გრამატიკული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.



პრაქტიკული კვლევის არსი

          საკითხი ეხება სკოლის მოსწავლეთა მეტყველებაში შემოსულ და მოჭარბებულ დარღვევებს,რაც ძალიან მაწუხებს და მანერვიულებს. საკითხი ეხება გრამატიკული ცოდნის დონის დადგენას სკოლის მოსწავლეებში. დასაფიქრებელია , ის ფაქტი,რომ პიროვნება, რომელიც სუსტად ფლობს მეტყველების კანონ–წესებს,მას უძნელდება აზროვნება, დაბალწიგნიერია და მოკლებულია გონებრივი განვითარების ფართო შესაძლებლობებს.
        ქართული ენის პედაგოგები პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების და გამოცდილების გაზიარების მიზნით ხშირად ვეკონტაქტებით ერთმანეთს. შევნიშნე, რომ უმეტესობა მათგანს გვაწუხებს ის ფაქტი, რომ სახელმძღვანელოში ძირითადი ყურადღება დათმობილი აქვს ლიტერატურულ მასალას, ჩვენც შესაბამისად მივყვებით ეროვნულ სასწავლო გეგმას ერთი სიტყვით,ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებამ გამოიწვია ის,რომ  საბოლოოდ, მოსწავლეებს არ გააჩნიათ საკმარისი გრამატიკული ცოდნა.
    “მეტყველება აზრის უბრალო სამოსელი კი არაა არამედ მასთან ორგანულად დაკავშირებული მოვლენაა. მეტყველება ხელს უწყობს აზროვნების ფორმირებას და ყველაზე ეფექტური საშუალებაა მისი სინამდვილის გამოსახატავად“. [ვ.რამიშვილი]   
ჩემი აზრით, ენის სიწმინდის დაცვა უმნიშვნნელოვანესია, და ამის ერთ-ერთი წინაპირობა მომავალი თაობებისთვის გრამატიკულად გამართული ქართულის სწავლებაა.
     ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ეს თემა ნამდვილად იმსახურებს ღრმა კვლევას და მსჯელობას, თუ როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა.
   კვლევის ამოცანებია:
·         დაადგინოს გრამატიკის ცოდნის და გამოყენების რა დონეს ვხვდებით სკოლის მოსწავლეებში;
·         გაარკვიოს რამდენად დაინტერესებულნი არიან მშობლები, საუბრობენ თუ არა სწორად თავიანთი შვილები;
·         შეადაროს მოსწავლეების პრაქტიკული და თეორიული ცოდნა გრამატიკაში;
·         გვაჩვენოს დამატებით პრაქტიკულ დავალებებს რა შედეგი მოაქვს მოსწავლეებისთვის;
კვლევის მიზანია, მიღებული შედეგების გათვალისწინებით გამოიტანოს დასკვნა და მოიძიოს პრობლემის გადაჭრის გზები.






მეთოდოლოგია და კვლევის პროცესი
      ამ თავში განხილულია საკვლევი საკითხი და ქვესაკითხები.მოცემულია კვლევის დიზაინი და კვლევის გეგმა. წარმოდგენილია ინფორმაცია კვლევის ჯგუფის ჩამოყალიბებისა და მუშაობის ეტაპების შესახებ. განხილულია კვლევისთვის მონაცემთა  შეგროვების მეთოდები.
    კვლევის მთავარი კითხვაა:–როგორია მოსწავლის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის დონე გრამატიკაში?
     კვლევის მთავარ კითხვაზე აღნიშნული საკითხის დადგენაში დაგვეხმარება შემდეგ ქვეკითხვებზე პასუხის გაცემა:
    *შესაძლებელია თუ არა გრამატიკის თეორიული ცოდნის დონისა და პრაქტიკული ცოდნის დონის თანხვედრა?
     *აქცევენ თუ არა მშობლები ყურადღებას თავიანთი შვილების მეტყველებას?
     *შეუძლიათ თუარა მოსწავლეებს აღმოაჩინონ ხარვეზები თავიანთ    და სხვების მეტყველებაში?
      აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გასაცემად შევიმუშავე კვლევის გეგმა.
      კვლევის გეგმა
      კვლევის მონაცემთა შეგროვების მეთოდად გამოვიყენე ტესტირება,ინტერვიუ კითხვარები,ფოკუსჯგუფი,დაკვირვება.

     სამიზნე ჯგუფად შევარჩიე მე-8 კლასი, სადაც სწავლობს 10 მოსწავლე.
     ინტერვიუ ჩატარდა მოსწავლეების მშობლებთან. მისი მიზანი იყო შობელთა დამოკიდებულებების შესწავლა თავიანთი შვილების გრამატიკული ცოდნის, მეტყველების კულტურის,წიგნიერების დონის გარკვევის საკითხში.
     კითხვარები მომზადდა კლასის ყველა მოსწავლის მშობლებისათვის,რაც დაურიგდათ შინ სამუშაოდ.
      პირველ რიგში ჩავატარე ტესტი, რომელიც ორი ნაწილისგან შედგებოდა. პირველი ნაწილში მოსწავლეებს მოეთხოვებოდათ გარკვეული გრამატიკული წესების ცოდნა.
შემდგომ გადავედი კვლევის მეორე ნაწილზე, რაც მოიცავდა პრაქტიკულ დავალებას. მოსწავლეებს მოეთხოვებოდათ ტექსტის რედაქტირება, რომელიც უნდა შესრულებულიყო ნასწავლ წესებზე დაყრდნობით. ტესტი 10 ქულიანი იყო და შეფასებები მოცემულია დიაგრამაში:
       ტესტირების შედეგებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსწავლეებს თეორიული ცოდნის დონე უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე პრაქტიკული.
       გადავწყვიტე რაიმე ახალი და საინტერესო შემეთავაზებინა მოსწავლეებისთვის. მათ დავავალე მოეძებნათ შეცდომები მეგობრების, ოჯახის წევრების, ნაცნობების და სატელევიზიო გადაცემების მონაწილეების მეტყველებაში. მათ ეს შეცდომები უნდა მოეგროვებინათ 1 თვის განმავლობაში და შემდგომ მოეხდინათ თავიანთი ნაშრომების პრეზენტაცია.
            დავყავი მოსწავლეები სამ ჯგუფად.დავთქვით დრო და დავიწყეთ მუშაობა.
           ეტაპობრივად მოსწავლეებს ვახსენებდი თავიანთ შესასრულებელ დავალებას. ვაწვდიდი რეკომენდაციებს.ვახსენებდი დასახულ მიზნებს, ვუქმნიდი მოლოდინებს...
 მოსწავლეებმა გაუზიარეს კლასს მუშაობის პროცესი, დაგვისახელეს მათი ნაპოვნი შეცდომები და გააკეთეს კომენტირება თითოეულის შესახებ. ეს დავალება ძალიან საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის და, რაც მთავარია, შედეგის მომცემი. შემდეგში ძალიან მონდომებულები იყვნენ  არ დაეშვათ შეცდომები მეტყველებაში.უსწორებდნენ ერთმანეთს და მოუწოდებდნენ სწორად გამოეთქვათ სიტყვები, რაც მე ძალიან მახარებდა...
           ძალიან გასახალისებელი და სასიამოვნო იყო ის,რომ ბავშვებმა თავიანთი ინიციატივით შემოიღეს ე. წ. ,,საჯარიმოები“,რომელიც დააწესეს შეცდომების გარკვეული რაოდენობისდაგროვების შემდეგ.
          შემდეგ მე ისევ ჩავატარე ტესტი ტექსტის რედაქტირებაზე და ბევრად უკეთესი შედეგები მივიღე, რომელიც დიაგრამაზეა გამოსახული:

        როგორც ვიცით, მშობლის ჩართულობა ბავშვის სწავლის პროცესში ხშირად დადებითი შედეგების მომტანია. მე ჩავატარე პატარა ინტერვიუ მოსწავლეების მშობლებთან, რათა გამერკვია რამდენად აქცევენ ისინი ყურადღებას შვილის გამართულ მეტყველებას.ინტერვიუსთვის შევადგინე შემდეგი კითხვები,რომელიც კვლევას თან ერთვის.



     აშკარაა, რომ სამწუხაროდ მშობელები ძირითადად პასიურები არიან ამ საკითხში.
მხოლოდ მცირე ნაწილს აღელვებს და აინტერესებს შვილის სწორი მეტყველება.მათ დიდი სურვილი აქვთ სკოლამ სრულად უზრუნველყოს მათი შვილების საფუძვლიანი ცოდნა ქართულ ენაში ეროვნული გამოცდებისთვის.



გადაჭრის გზები

         პრობლემა რომ არსებობს, ამაზე ყველა ვთანხმდებით, თუმცა საბედნიეროდ ეს გადაუჭრელი პრობლემა არ არის და მისი სასიკეთოდ შემობრუნება ჩვენს ძალებს არ აღემატება. ერთმა საინტერესო დავალებამაც დადებითი შედეგი გამოიღო.ვრცელი და რთული ქართული გრამატიკის საკითხებიდან ჩვენ მხოლოდ ერთ ასპექტს შევეხეთ           ამრიგად,მთავარია თანამშრომლობა მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს შორის, რათა მთელი პასუხისმგებლობა მხოლოდ რომელიმე მათგანს არ დააწვეს.
მასწავლებლებმა, მათ შორის მეც, უნდა დატვირთოს ბავშვები საინტერესო და ახალი დავალებებით, რომლებიც პროდუქტიული იქნება მოსწავლითვის. საჭიროა, რომ ამაში მასწავლებელს ეროვნულმა სასწავლო გეგმამ და სახელმძღვანელოებმაც შეუწყოს ხელი. უნდა შეიცვალოს სახელმძღვანელოები და მასში მოცემული უნდა იყოს პრაქტიკული და შემოქმედებითი სავარჯიშოები.  
       თუ ჩვენ გვინდა შემოქმედებითი უნარის მქონე ადამიანის ფორმირება,მაშინ მეტი  ადგილი უნდა დაეთმოს სააზროვნო ოპერაციებზე დაყრდნობილ სავარჯიშოებს. დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ პროგრამული მასალის ათვისება მოსწავლის მიერ წარმოებს უმეტესწილად დახსომების გზით.ამ პროცესში აქტიურად არის ჩაბმული მოსწავლის მეხსიერება და არა აზროვნება.გრამატიკული კატეგორიების, მათი ფუნქციური მხარის შეგნებული, გაცნობიერებული გაგება–დასწავლა კი აუცილებლად საჭიროებს ისეთ სააზროვნო ოპერაციების შესრულებას, როგორიცაა ანალიზი,სინთეზი,განზოგადება,რაცმოსწავლემ დამოუკიდებლად მუშაობის დროს უნდა გამოიყენოს.
       სასურველია, რომ გამოიცეს ცალკე სახელმძღვანელო გრამატიკისთვის, რომელშიც მოცემული იქნება, როგორც თეორიული, აგრეთვე მეტწილად პრაქტიკული სავარჯიშოები,რომ მოსწავლემ გაგებული მასალა მექანიკურად კი არ დაიხსომოს, არამედ გაცნობიერებულად დაისწავლოს; რომლებიც მოსწავლეებს უზრუნველყოფს შესაბამისი გრამატიკული ცოდნით და შესაბამისად, მოსწავლე უფრო მომზადებული შეხვდება საატესტატო თუ ეროვნულ გამოცდებს. თუ სკოლა საკმარისად მოამზადებს ბავშვს გამოცდებისთვის, შესაბამისად, მოსწავლე შემდეგ აღარ საჭიროებს დამატებით მეცადინეობას რეპეტიტორებთან, რაც მშობელს ზედმეტ ხარჯს მოუხსნის, ხოლო მოსწავლეს - სტრესს.



კვლევის მიგნებები
    მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება:
     *თანამშრომლობის ნაკლებობა მასწავლებელსა მშობლებს შორის.
     *გამოცდილების გაზიარების აუცილებლობა ქართული ენის პედაგოგებს შორის.
     *მართლწერისა და მართლმეტყველების სავარჯიშოების შეტანა საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეების პრაქტიკული აზროვნების დატვირთვის თვალსაზრისით.
      *გაგება გაკვეთილზე, დასწავლა გაკვეთილზე და შინ –ერთ საფუძველს უნდა ეყრდნობოდეს.


                                                შესაძლო ინტერვენციები
       კვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციის და მონაცემების ანალიზის საფუძველზე შევიმუშავეთ სავარაუდო ინტერვენციის რამდენიმე ვარიანტი:
     * მასწავლებელი გაარკვევს მოსწავლეებს გრამატიკული წეს-კანონების აუცილებლობაში.
    *მასწავლებელი სისტემატურად შეიტანს საგაკვეთილო პროცესში მართლწერასა და მართლმეტყველებასთან დაკავშილებულ სავარჯიშოებს.პრაქტიკულ სამუშაოებში ჩართული მოსწავლე პედაგოგის დახმარებით ცდილობს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების გააზრებას და იღებს რეკომენდაციას მათ გასაუმჯობესებლად.
    *მშობლებისათვის მოსწავლეთა მიღწევების გაცნობა.

დასკვნა
      პრაქტიკულიკვლევის დასასრულს უნდა შევაჯამოთ შესრულდა თუ არა კვლევის ყველა ამოცანა. ჩვენ გავარკვიეთ, რომ კვლევის დაწყებამდე მოცემული კლასის მოსწავლეების პრაქტიკული ცოდნის დონე საკმაოდ დაბალი იყო. ინტერვიუებით დადასტურდა, რომ მშობლები ვერ ან არ არიან ჩართულები ამ პრობლემის აღმოფხვრის პროცესში. ჩვენ შევადარეთ მოსწავლეების  პრაქტიკული და თეორიული ცოდნა და თვალსაჩინოა შედეგი, რომ თეორიული ცოდნის დონე უფრო მაღალია ვიდრე პრაქტიკულისა. აგრეთვე დადასტურდა, რომ ახალ, საინტერესო პრაქტიკულ დავალებებს დადებითი ეფექტი ჰქონდა, რამაც გამოიწვია მოსწავლეთა პრაქტიკული ცოდნის დონის მომატება.

 დასკვნის სახით მინდა გითხრათ, რომ ის ძალისხმევა,რომელიც კვლევის განხორციელებაზე დაიხარჯა, მოსწავლეებისათვის პოზიტიური შედეგების მომტანი გახდა,მათ გაეზარდათ  ინტერესი აღნიშნული საკითხის მიმართ.



ლიტერატურა

1.ვ.რამიშვილი „მოწაფეთა წიგნიერების დონის ამაღლების საკითხი“ გვ.6 თბილისი 
     1975 წ.
2.იქვე. გვ.10


ინტერვიუს კითხვები მშობლებს:
–თუ ამჩნევთ თქვენი შვილის მეტყველებაში შეცდომებს?
–რა რეაქცია გაქვთ, როდესაც გესმით არასწორად წარმოთქმული სიტყვები?
–რაიმე სახის რჩევას ხომ არ მისცემდით შვილს? მასწავლებელს?
 შედეგები მოცემულია დიაგრამაზე:



                                      რეფლექსია

         კვლევიდან გამომდინარე წარმატებით განხორციელდა რეფლექსია–გააზრებული პრაქტიკა, სადაც მე, როგორც საგნის მასწავლებელი, უფრო თავდაჯერებული გავხდი საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, რასაც პოზიტიურად გამოვიყენებ საკუთარი პროფესიონალიზმის ასამაღლებლად.
       ყოველივე ეს შევთავაზე კოლეგებს, რათა განვიხილოთ ამ კვლევის ძლიერი და სუსტი  მხარეები და დავგეგმოთ სამომავლოდ  აქტივობები მუშაობის გასაუმჯობესებლად, რათა კიდევ  მეტად  საინტერესო და სახალისო გახდეს მოწავლეებისათვის სწავლის პროცესი.
        ჩემთვის სასიხარულოა ის, რომ აღნიშნული კვლევით მოსწავლეებს გაუჩნდათ  ინტერესი იფიქრონ, ეძიონ, მიაგნონ, აღმოაჩინონ გრამატიკული ფორმების გამომსახველობითობა.
         აქედან გამომდინარე შემიძლია დავასკვნა ის, თუ როგორ შეიძლება მოსწავლეებმა გამოიყენონ მშობლიური ენის საკადრისად გრამატიკული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში.
 გმადლობთ ყურადღებისთვის.


                                        




Комментариев нет:

Отправить комментарий