ილია ვადაჭკორიას კვლევა



როგორ მოქმედებს დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე
 მოსწავლის ჩართვა
მასწავლებლის თანაშემწედ მის აკადემიურ მიღწევებზე


კვლევის ხელმძღვანელი: ილია ვადაჭკორია

წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათის საჯარო სკოლაში ჩატარებული კვლევის ანგარიშს. კვლევის მიზანს წარმოადგენს იმ მოსწავლის აკადემიური მიღწევების ამაღლება, რომელიც წლების მანძილზე გამოირჩევა დაბალი აკადემიური მოსწრებით.


სარჩევი
1.საკვლევი საკითხი----------- 2
2.კვლევის მიზანი------------- 2
3.საკვლევი კითხვები-------- 3
4.ლიტერატურის მიმოხილვა----------- 3
5.მონაცემთა შეგროვება--------------- 4
6.მონაცემთა ანალიზი ------------------ 4
7.ინტერვენცია ----------------------- 5
8.რეკომენდაციები---------------- 10
9.გამოყენებული ლიტერატურა--------------- 11
10 დანართები ------------ 12












1.საკვლევი საკითხი.

 კვლევისათვის შევარჩიე მერვე კლასის მოსწავლე, პირობითი სახელით გიორგი. გიორგი ყველაზე დაბალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევა ჩემ საგანში (ისტორიაში). წლების მანძილზე (გიორგის ვასწავლიდი მე-6 კლასიდან) ის საოცარ უინტერესობას იჩენდა ისტორიის მიმართ. თუმცა არც სხვა საგნებში გამოირჩეოდა აკადემიური მოსწრებით. გიორგის ნეგატიური დამოკიდებულება აქვს ისტორიის გაკვეთილისადმი, ვერ ვახერხებ მასში ინტერესის გაღვიძებას ჩემი საგნის მიმართ. საგნისადმი უინტერესო დამოკიდებულების გამო გიორგი გაკვეთილზე ხშირად ცელქობს, რაც სწავლაში ხელს უშლის სხვა მოსწავლეებს. გიორგის აკადემიური მიღწევების საზომად ტესტირებას თუ გამოვიყენებთ, შემდეგ სურათს დავინახავთ:


ტესტი
კითხვის რაოდენობა
ტესტში
პასუხების რაოდენობა
საშუალო
ქულა
კლასის საშუალო
ქულა

1
19
5
2,63

2
16
2
1,25

3
30
4
1,33

4
32
0
0

5
20
2
1

6
20
4
2

7*
26
10
3,84

  ცხრილში მოცემული არის წინა წლების ტესტირების შედეგებიც.
  კოლეგებთან საუბრების დროს გავარკვიე, რომ მათაც სცადეს გიორგის ჩართვა საგაკვეთილო პროცესში და აკადემიური მოსწრების ამაღლება, თუმცა უშედეგოდ. ვფიქრობ პრობლემის გადასაჭრელი გზის მოძებნის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მსგავსი პრობლემების მოგვარება სხვა მასწავლებლებთანაც.  

     

2.კვლევის მიზანი

1.დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლის ჩართვა საგაკვეთილო პროცესში.
2.აკადემიური მოსწრების ამაღლება.
3.შემაჯამებელ სამუშაოში (ტესტირება) შედეგის გაუმჯობესება.
4.საგნისადმი გეთილგანწყობილი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
5.შინაგანი მოტივაციის გაღვივება.
6.მოსწავლის ქცევის შეცვლა საგაკვეთილო პროცესზე.         


3.საკვლევი კითხვები
1.რამ განაპირობა გიორგის ნეგატიური დამოკიდებულება საგნისადმი?
2.ჯგუფური მუშაობის დროს რა განაპირობებს გიორგის პასიურობას?
3.კონკრეტულად რა ტიპის თემა/თემები აინტერესებს გიორგის?
4. რამდენ დროს უთმობს ისტორიის სწავლას?
5.როგორ ავღკვეთო გაკვეთილზე გიორგის ცელქობა და როგორ მივმართო მისი გონება საგაკვეთილო პროცესისკენ?


4.ლიტერატურის მიმოხილვა.
   მოსწავლეებში საგნისადმი დამოკიდებულებას მოტივაცია განსაზღვრავს. „მოტივაცია არის იმპულსი/სურვილი, შინაგანი პროცესი, რომელიც ადამიანს ქმედებებისაკენ უბიძგებს და ამ ქმედებებს გარკვეული მიზნის მიღწევისაკენ მიმართავს“ (ქ.თოფაძე, 2008 წ. გვ. 3). 
გომოყოფენ მოტივაციის ორ ფორმას- შინაგან და გარეგან მოტივაციას. შინაგანი მოტივაციის დროს „ადამიანის ქცევა განპირობებულია პიროვნული ფაქტორით, კონკრეტული ქცევის/მისი შედეგების მიმართ შინაგანი ინტერესით. ასე მაგალითად, შინაგანი მოტივაციის შემთხვევაში მოსწავლე წიგნს კითხულობს იმიტომ, რომ ეს ქცევა მისთვის თავისთავად ღირებულია, საინტერესო და სასიამოვნოა, შესაბამისად, მისი განხორციელება შინაგანი კმაყოფილების გრძნობასთან არის დაკავშირებული“ (მ.გაბაშვილი- გამოცდების ეროვნული ცენტრი გვ.86. 2010) გარეგანი მოტივაციის დროს კი „ადამიანის ქცევა განპირობებულია გარეგანი ფაქტორებით... შექება, წახალისება, სასჯელი და ასე შემდეგ“ (მ.გაბაშვილი- გამოცდების ეროვნული ცენტრი  გვ.86. 2010)
   საგაკვეთილო პროცესის პერიოდში გიორგისთან რამდენჯერმე ვცადე გარეგანი მოტივაციის გზით გიორგის დაინტერესება. ვფიქრობდი, რომ შინაგანი მოტივაციის გაღვივებამდე გარეგანი მოტივაციით მომეხდინა მისი პროვოცირება და შემდეგ მომეხდიანა გარეგანი მოტივაციის შემცირებას და შინაგან მოტივაციაზე გადასვლა. თუმცა გიორგის „ჯილდოს“ მიღებისთვის ზედმეტად თავიც არ შეუწუხებია. ჩემმა მცდელობა გარგანი მოტივაციასთან დაკავშირებით ფიასკო განიცადა. ვიცოდი, რომ მოსწავლეში შინაგანი მოტივაციის გაღვივებისთვი გაცილებით მეტი შრომა იქნებოდა საჭირო. საჭირო იყო იმ მეთოდის მიგნება, რომლითაც შევძლებდი გიორგიში შინაგანი მოტივაციის გაღვივებას.

5. მონაცემთა შეგროვება/ კვლევის მეთოდოლოგია
დაკვირვება.
ინტერვიუ გიორგისთან.
ინტერვიუ კოლეგებთან.
გასული წლების შემაჯამებელი სამუშაოების შედეგების ანალიზი.

დაკვირევება მოიცავდა საგაკვეთილო და არასაგაკვეთილო პროცესში გიორგის ქცევის შესწავლას და ანალიზს.
გიორგისთან არაფორმალურ გარემოში ჩავწერე ეგრეთწოდებული ინტერვიუ. გიორგისთან სულ ჩავწერე ორი ინტერვიუ. პირვეი ინტერვიუ ჩაიწერა კვლევის დაწყბის წინა პერიოდში და მისი მიზანი იყო დამედგინა თუ რა თემები/საგნები მოსწონდა გიორგის. ასევე ამ ინტერვიუს მიზანი იყო დამედგინა გიორგის დაბალი აკადემიური მსწრების მიზეზისა და საგნისადმი ნეგატიური დამოკიდებულების მიზეზის დადგენა.
  გიორგისთან მეორე ინტერვიუს მიზანი  იყო დამედგინა თუ კვლევის (ექსპერიმენტის) შედეგებმა თუ შეცვალა გიორგის წარმოდგენა საგნისადმი და ზოდაგად პირველი ინტერვიუს შედეგებითან შედარებით რა შედეგი დაიდებოდა.
კოლეგებთან ინტერვიუს დროს გამოვიკითხე თუ როგორ აკონტროლებდნენ გიორგი ქცევას კლასში, როგორი იყო მისი აკადემიური მოსწრება თითოეულ მათგანთან და თუ ჰქონდათ რაიმე განსაკუთრებული მეთოდი, რომელსაც იყენებდნენ გიორგისთან.


6.მონაცემთა ანალიზი.

     კოლეგებთან  ინტერვიუს შედეგების ანალიზი: გიორგის აკადემიური მოსწრება სხვა საგნებშიც დაბალი არის. ყველა მასწავლებელს აწუხებს ეს პრობლემა, თუმცა მათი მცდელობის მიუხედავად შედეგს ვერ აღწევენ. აღმოვაჩინე, რომ კოლეგებს გიორგის აკადემიური მოსწრების ამაღლების მიზნით გაკვეთილის ახსინისას გამოუყენებიათ ვიზუალური მასალა. თუმცა შედეგი თვალსაჩინო არ ყოფილა. კოლეგებთან ინტერვიუმ ვერ მაპოვნინა ის მიდგომა რომელიც დამეხმარებოდა გიორგისთან მუშაობაში.
  დაკვირვების შედეგების ანალიზი: გიორგი მთელი გაკვეთილის მანძილზე დაკავებულია მისთვის სასურველი აქტივობებით. ხან ხატავს, ხანაც ცდილობს იცელქოს. სხვადასხვა მეთოდები თუ სახალისო აქტივობები მისთვის უინტერესო არის. არ ერთვება ჯგუფურ მუშაობაში. ვერ ასრულებს ინდივიდუალურ სამუშაოს.
  არაფორმალურ გარემოში დაკვირვების დროს აღმოვაჩინე, რომ გიორგის შეეძლო პასუხისმგებლობის გრძნობით მოკიდებოდა მისთვის მიცემულ დავალებას (ზოგჯერ დამხმარებია მოსწავლეთა მონაცემების შეგროვებაში) თუმცა ამ თვისებას საგაკვეთილო პროცესის დროს არ ამჟღავნებდა.
  გიორგისთან ინტერვიუს შედეგების ანალიზი: კვლევის პირველ ეტაპზე არაფორმალურ გარემოში გიორგისთან მოვაწყვე ინტერვიუ. გიორგის ვკითხე თუ რატომ არ სწავლობდა ისტორიას, მან კი მითხრა რომ ისტორია მისთვის ძალიან რთულად სასწავლი იყო ვიდრე ქართული. ჩემთვის ცოტა უცნაური იყო მსგავსიმიზეზისმოსმენა, რადგან ბევრისგან გამიგონიაისტორია ზრაპარივით არის, რა უნდა მის სწავლას“. თუმცა ამავე ინტერვიუს დროს ისიც გაირკვა, რომ სახლში მეცადინეობისას ქართულს გაცილებით მეტ დროსაც უთმობდა და შესაბამისად უკეთაც სწავლობდა.  ისტორიას კი საერთოდ არ მეცადინეობდა. გიორგის განცხადებით კი, მისთვის როგორც ისტორიული თარიღების ასევე ისტორიული მოვლენების დამახსოვრებაც რთული იყო.
    ინტერვიუს შედეგებიდან გამომდინარე დავასკვენი, რომ გიორგის ასეთი განწყობა ჰქონდა ჩამოყალიბებული ჩემი საგნის მიმართ. (როდესაც მოსწავლე ვიყავი მსგავსი განწყობა მეც მქონდა ჩამოყალიბებული მათემატიკის მიმართ და უბრალოდ არც კი ვცდილობდი რომ მესწავლა, რადგან რთულად მიმაჩნდა). გიორგისთვის უინტერესო იყო ისტორიის საგანი იმიტომ, რომ აქ მისთვის ნაცნობი საკითხები არ იყო. შესაბამისად გიორგის უჭირდა ლოგიკურად ისტორიული მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება, აღქმა და გააზრება. სწორედ ინფორმაციისა და საგაკვეთილო მასალის ცოდნის ნაკლებობა განაპირობებდა გირგის პასიურობას ჯგუფურ სამუშაოებში.  
  დაკვირვებისა და ინტერვიუს შედეგების ანალიზის შემდეგ ჩავთვალე, რომ საგნის მიმართ გიორგის ნეგატიური განწყობაის შესაცვლელად საჭირო იყო შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება:
 ა)რამოდენიმე საკითხის კარგად გაგება.
ბ)მოვალეობის გაცნობიერება.
გ)საკუთარი თავის პოვნა ჯგუფში
დ.)კლასელების მხრიდან აღიარება.



7.ინტერვენცია

ზემოთ მოყვანლი საკითხების გადაჭრის მიზნით გადავწყვიტე ის პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელიც გიორგის ააქვს (თუმცა საგაკვეთილო პროცესსი დროს არ ამჟაღავნებდა) გამომეყენებინა „არიდნეს ძაფად“ და  გიორგი ჩემთანაშემწედამეყვანა. რათქმაუნდა არც გიორგიმ და არც მისმა მეგობრებმა არ იცოდნენ გიორგის ახალი სტატუსის (მასწავლელის თანაშემწე) შესახებ. ყოველ გაკვეთილზე გიორგის ისე ვრთავდი თანაშემწის ამპლუაში, რომ სხვა ბავშვებისთვის თვალში საცემი არ ყოფილიყო.
  თანაშემწის მოვალეობაში კი შემდეგი ფუნქციები შედიოდა. ყოველი გაკვეთილის ახსნისას, დაფასთან გამომყვდა გიორგი და გაკვეთილის მსვლელობისას ჩამოთვლილ სახელებს, ცნებებს, თარიღებს და მსგავს თემებს დაფაზე დაწერდა. თან, ამავდროულად, თუ საჭირო გახდებოდა, რუკებისა და სხვა სწავლისათვის საჭირო რესურსების განლაგებაში მიწევდა დახმარებას. ადრე ამ სამუშაოს თავად ვასრულებდი და მართალია, ამით დროს ვიგებდი, მაგრამ მთავარი ხომ შედეგი არის და არა დროის მოგება.
  ამ მეთოდით შევეცადე მომეგვარებია ზემოთ ჩამოთვლილი ოთხივე საკითხი და შესაბამისად ამემაღლებინა გიორგის ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში და აკადემიური ხარისხი.
პირველი საკითხი: რამოდენიმე საკითხის კარგად გაგება.
 ყოველთვის, როდესაც მინი ლექციას ვიწყებდი, გიორგი გამომყავდა დაფასთან და  ვთხოვდი დაფაზე ჩამოეწერა ის ცნებები, თარიღები და ტერმინები რომელიც გაკვეთილის მსვლელობისას გამოიკვეთებოდა. მინი ლექციის დსრულების შემდეგ ვიწყებდი ახსნილი მასალის განმტკიცებას.  გიორგის  და მათ შორის მთელ კლასს ვეკითხებოდი, თუ რა მოვლენები იმალებოდა ამა თუ იმ ცნებებისა თუ თარიღების უკან. ამ მეთოდით ახსნილი მასალის განმტკიცებას ვახდენდი. თუმცა ექსპერიმენტამდე გიორგი არც მინი ლექციში და არც რეფლექსიის ფაზაში არ ერთვებოდა. ესპერიმენტის პირველ დღეებში გიორგი მხოლოდ იმ დავალების ჩამოწერას/დალაგებას ახდენდა, რაც საჭირო გახდებოდა გაკვეთილის ფორმატიდან გამომდინარე. თავიდან გიორგის ეგონა, რომ მხოლოდ ცნებების ჩამოწერით სრულდებოდა მთელი მისი სამუშაო. მაგრამ როდესაც გაკვეთილის შემაჯამებელი კითხვებიდან რამოდენიმე კითხვა გიორგისაც დავუსვი და გიორგიმ ვერ მიპასუხა, მაშინ გიორგის შევახსენე, რომ ამ საკითხის შესახებ სულ რამოდენიმე წუთის წინ თვადვე წერდა დაფაზე. ამის შემდეგ გიორგი მიხვდა, რომ რასაც დაფაზე წერდა იმ საკითხის შესახებ რაღაც ინფორმაციის მოსმენა და დამახსოვრებაც საჭირო იყო. შესაბამისად მომდევნო დღეებში გიორგი არა მხოლოდ ასრულებდა ზემოთ აღწერილ სამუშაოს, არამედ ჩართულიც იყო გაკვეთილის მსვლელობაში, რათა სწორად ემსჯელა იმ საკითხისა და ცნების შესახებ, რომელსაც თვითონვე წერა დაფაზე.
 ამ მეთოდით შევძელი არა მხოლოდ გიორგის გაცნობიერება რამოდენიმე ისტორიულ საკითხში, არამედ მისი ქცევის კონტროლიც. იმის გამო, რომ გიორგი ჩართული იყო აქტივობაში და პრაქტიკულად ჩემ გვერდით იყო მას აღარ ეცალა ცელქობისთვის.

მეორე საკითხი:  მოვალეობის გაცნობიერება.
   ექსპერიმენტის ფარგლებში რამდენიმე გაკვეთილის ჩატარების შემდეგ გიორგი ხვდებოდა, რომ  უნდა გამოსულიყო დაფასთან, ეს მას უპირატესობის შეგრძნებასაც აძლევდა და ამიტომ რამოდენიმე გაკვეთილის შემდეგ ხალისით ასრულებდა ამ დავალებას.
  აქვე ვითვალისწინებდი რომ შეიძლება სხვა მოსწავლეებს „შურის“ გრძნობა გასჩენოდათ გიორგის მიმართ. ამიტომ მათ სხვა დავალებებს ვთავაზობდი (ზოგ შემთხვაში მათ ვთხოვდი, რომ გიორგის დახმარებოდნენ).


მესამე საკითხის: საკუთარი თავის პოვნა ჯგუფში
  გიორგიმ უკვე იცოდა რამოდენიმე საკითხი საგაკვეთილო თემებიდან. ამან კი განაპირობა  გიორგის ჩართვა ჯგუფურ მუშაობაში, რადგან მას უკვე გააჩნდა გარკვეული ცოდნა იმ საკითხების ირგვლივ, რომელიც უნდა განეხილა ჯგუფებს, შესაბამისად, მისთვის სახალისო აღმოჩნდა იმ დავალების შესრულება რომელიც ნასწავლი ჰქონდა. (ზოგ შემთხვევაში გიორგის ისეთი რაღაცეებიც ახსოვდა, რაც სხვებს არ ახსოვდა).

მეოთხე საფეხური: კლასელების მხიდან აღიარება
 კლასელების მხრიდან აღიარება  გამოიწვია ჯგუფურ სამუშაოებში აქტიურად ჩართვამ, რადგან ამ დროს ის ჯგუფისთვის სასარგებლო საქმებს აკეთებდა. გიორგის ასევე აიარება მოუპოვა ტესტირების შედეგებმა, რომლშეც მართალია გიორგის ძალიან დიდი წარმატებისთვის არ მიუღწევია, მაგრამ მისი ასეთი წინსვლით თავადაც და მისი მეგობრებიც გაოცებული დარჩა. (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ  რადგან ექსპერიმენტის პირველი რამოდენიმე გაკვეთილი ნაკლებად ეფექტური იყო გიორგისთვის ვიდრე შემდგომი გაკვეთილები, შესაბამისად სწორი პასუხები ჭარბობდა იმ საკითხებში, რომელიც გიორგიმ გაიარა ექსპერიმენტის მეორე ფაზაში, ხოლო პირველი ფაზაში გავლილი თემებიდან მოცემულ ტესტებზე არასწორი პასუხები ჭარბობდა).  აღსაღნიშნავია ისიც, რომ ჯგუფური მუშაობის დროს ზოგჯერ გიორგიმ შეეძლო ისეთ კითხვებზე გაეცა პასუხი, რომელსაც მასზე გაცილებით ძლიერმა მოსწავლეებმა ვერ გაართვეს თავი. ჯგუფისათვის საკუთარი ნიჭით მოპოვებული წარმატება კი დადებითად აისახებოდა გიორგის მოტივაციაზე.

ექსპერიმენტის მიმდინარეობის მოკლე აღწერა
    ექსპერიმენტის პირველი და მეორე აკადემიური შეხვედრა უიმედო იყო. მოსწავლეს არ შეუძლია გამართულად წერა და წარმოთქმითაც ძლივს ახერხებს ზოგიერთი სახელის წარმოთქმას (მაგალითად: მოლოტოვ-რიბენტროფის პაქტი) მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო წაიღოჩემი ასისტენტისმცდელობამ დაფაზე ჩამოეწერა მნიშვნელოვანი მოვლენები და თარიღები, მე მაინც იმედს არ ვკარგავდი.
    გიორგი ნელა და ხშირად შეცდომებით წერს, რაც თანაკლასელთა მხრიდან გიორგის დაცინვის მიზეზი ხდება, თუმცა მე მაშინვე ვახდენ შესაბამის რეაგირებას და თანაკლასელებს გიორგის დაცინვის უფლებას არ ვაძლევ (გაკვეთლის შესახებ დასმული კითხვებით სხვაგან გადამაქვს მათი ყურადრება).
 მიუხედავად იმისა, რომ გიორგი დაფასთან იდგა, ის მაინც ახერხებდა ყურადღების სხვა თემებზე გადატანას და ნაკლებად აქტიური იყო გაკვეთილის მსვლელობაში. ორი დღის მუშაობის შედეგი წარუმატებელი აღმოჩნდა.
მესამე შეხვედრაზე გიორგი ისევ დაფასთან გამოვიყვანე. წინა გაკვეთილებიდან განსხვავებით, დღეს უკეთ ართმევს თავს დავალებებს. გრამატიკულად გააუმჯობესა წერა. წერს უფრო ჩქარა. გაუმჯობესება აშკარად გამოხატულია; გახდა უფრო მობილიზებული, წერს უფრო ჩქარა და გამართულად, იჩენს საგნისადმი იტერესს. თუმცა მაინც აქვს კონცენტრაციის პრობლემა. ხშირად საგაკვეთილო პროცესიდან სხვა თემებზე აქვს მიმართული გონება და წყდება გაკვეთილის ახსნის ჯაჭვს.  გიორგის უჭირს სახელების დამახსოვრება, თუმცა წინა გაკვეთილებთან შედარებით ცდილობს კითხვებს უპასუხოს. გიორგის ასევე უჭირს იმ სახელების და მოვლენების წარმოთქმა, რომელიც რამოდენიმე წუთის წინ საკუთარი ხელით დაწერა. ეს ცოტა არ იყოს მოულოდნელი იყო ჩემთვის. გაკვეთილის დასრულების შემდეგ, როდესაც კვლევის ობიექტი საკლასო ოთახიდან გადიოდა მითხრა: „მადლობა. მადლობა ყველაფრისთვისეს უკვე სტიმული არის ჩემთვის.
მეოთხე შეხვედრაზე გაკვეთილის ახსნის მომენტი დადგა თუ არა, გიორგიმ ხალისით მკითხადაფასთან გამოვიდე“? ის უკვე აშკარად ხალისით ასრულებს მის ახალმოვალეობას“. ზოგჯერ ახერხებს კითხვებზე პასუხის გაცემას. მართალია, უჭირს სახელების დამახსოვრება და ისტორიული თარიღების სწორად დასახელება, მაგრამ მასზე ბევრად კარგი აკადემიური მოსწავლეებისაგან განსხავებით რამდენჯერმე შეძლო ისტორიული მოვლებების გახსენება.
  არასაგაკვეთილო პროცესში გიორგისგან შევამჩნიე ჩემდამი უკეთესი მეგობრული დამოკიდებულება. ის ცდილობს, დამეხმაროს სხვადასხვა კლასგარეშე საკითხის მოგვარებაში.
შემდეგი ოთხი შეხვედრისას, გიორგისთვის მოსაწყენი, რომ არ ყოფილიყო დაფასთან დგომა ამიტომ გადავწყვიტე მხოლოდ 10-15 წუთით გამომეყვანე დაფასთან. ამ გადაწყვეტილებამდე მიმიყვანა თავად გიორგის რეაქციამ: როდესაც მეხუთე შეხვედრაზე გიორგის ვთხოვე, დაფასთან გამოსულიყო მან ცოტა უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკააუ, ისევ მე?“  მარგამ რადგან დიდხანს აღარ დავტოვე დაფასთან, შემდეგ შეხვედრებზე გიორგი ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე გამოდიოდა დაფასთან. სახელების, თარიღებისა და ცნებების ჩამოწერის გარდა, პერიოდულად ვუსვამ კითხვებს, თუ რა მოვლენა უკავშირდება დაფაზე დაწერილ ცნებას. ანალოგიური კითხვით სხვა ბავშვებსაც მივმართავ. ექსპერიმენტის დაწყებამდე, როდესაც მინი ლექციის დროს სახელებსა და ცნებებს ჩამოვწერდი და მოსწავლეებს, მათ შორის, გიორგის ვეკითხები, თუ რა მოვლენა დგას ამა თუ იმ თარიღის უკან ან რა მოვლენა უკავშირედება კონკრეტულ პიროვნებას და ასე შემდეგ, გიორგი რა თქმა უნდა შეკითხვას თავს ვერ ართმევდა და ამის მიზეზი შემდეგი იყო:  ის მთელი გაკვეთილის მანძილზე საგაკვეთილო პროცესში არ ერთვებოდა და ცოტა ხნითაც ვერ ვახერხებდი მისი ყურადღების კონცენტრაციას.
  რა შეცვალა ექსპერიმენტმა?
როდესაც გიორგის ვუსვამ კითხვას და ის ვერ მპასუხობს, მე მივუთითებ, რომ ეს ხომ მან დაწერა სულ რამოდენიმე წუთის წინ. როდესაც რამდენჯერმე ვუთხარიეს ხომ შენ თვითონ დაწერე ცოტა ხნის წინ?“ ამის შემდეგ გიორგი ცდილობდა, მეტი ყურადღებით მოკიდებოდა გაკვეთილს და მხოლოდ ტრაფარეტული თარიღებისა და ცნებების ჩამოწერით არ შემოიფარგლოს და მის შინაარსზეც გაამახვილოს ყურადღება.
მეცხრე შეხვედრა დაეთმო აქტივობას, რომელსაცბიატლონსვუწოდებთ და ამ აქტივობის მიზანი არის მოსწავლეთა მომზადება წინა სატესტო აქტივობისათვის. „ბიატლონისწესები ასეთია: კლასი დავყავი ორ ხუთ ბავშვიან ჯგუფებად. განვლილი მასალიდან პირველ კითხვას ვუსვამ წინასწარ არჩეულ ერთ ჯგუფს. თუ ამ ჯგუფში მოსწავლეებმა იციან პასუხი, ისინი ხელის აწევით მანიშნებენ. მე ვირჩევ, თუ ვის პასუხს მოვისმენ ჯგუფიდან (ამ მეთოდით უკეთ ვხედავ, თუ ვინ აქტიურობს). თუ ჯგუფმა კითხვას ვერ უპასუხა, იგივე კითხვით გადავდივარ მეორე ჯგუფთან და ასე შემდეგ.
 ამ დღეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც გიორგიც პასუხობდა კითხვებს და თან ძალიან ბედნიერად გრძნობდა თავს, როდესაც რაღაც იცოდა. დღეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც გიორგი გავაჩერემოიცა, შენ არ მიპასუხო ჯერ სხვას ვაცალოთ“. ამ დღემდე, ოღონდ რაიმე სცოდნოდა და მაშინვე მივცემდი პასუხის თქმის საშუალებას. „ბიატლონშიგამოიკვეთა შემდეგი: გიორგი გაცილებით უკეთ პასუხობს იმ კითხვებს, რომლებიც ბოლო პერიოდში ანუ ექსპერიმენტის აქტიურ ფაზაში ისწავლა.
მეათე შეხვედრაშემაჯამებელიშეხვედრა იყო. ამ დღეს დიდი ხანი ველოდი. ვხედავდი, რომ გიორგიც მოტივირებული იყო. შედეგების მაქსიმალური სიზუსტისათვის გიორგი ისე დავსვი, რომ თანაკლასელებიდან გადაწერა ვერ მოეხერხებინა. მტელი კლასი ანალოგიურდ დავსვი, თუმცა ამ თვალსაზრისით გიორგიზე მეტი ყურადრება გავამახვილე. გაკვეთილის ბოლოს, როდესაც გიორგის მიერ შევსებული ტესტების ფურცელი ვნახე, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა.
  ტესტების გასწორების შემდეგ აღმოჩნდა, რომ გიორგის ბოლო ორი წლის მანძილზე დაწერილი ტესტებიდან ეს ყველაზე კარგი იყო. აქვე უნდა აღინიშნოს რომ, 26 კითხვისაგან შემდგარ ტესტში შეტანილი იყო ექსპერიმენტამდე და ექსპერიმენტის პერიოდში განვლილი საკითხები. რა თქმა უნდა, თვალნათლივ გამოიკვეთა პასუხების სისწორე იმ საკითხებზე, რომელიც გიორგიმ ექსპერიმენტის დროს გაიარა.
  ტესტის ორ პასუხში აღინიშნება გიორგის ერთი სუსტი წერტილი, კერძოდ სახელების (ადამიანების, ქვეყნების) დამახსოვრების პრობლემა. პასუხში აღწერს მოვლენებს, თუმცა სახელების გარეშე. ასეთი პასუხი კი რა თქმა უნდა არ ჩაეთვალა.
   საბოლოოდ გამოიკვეთა შემდეგი შედეგი:
თუ ადრე გიორგი 10 მოსწავლიდან ყველაზე ცოტა პასუხს აგროვებდა, დღეს ის მესამე ადგილას მოხვდა და თავისი შედეგებით გაუსწრო ისეთ მოსწავლეს რომელიც ვერც კი წარმოიდგენდა ასეთ რამეს.
როდესაც გიორგიმ თავისი შედეგები გაიგო, ძალიან გაუხარდა და მითხრა: „აუ რა კარგია მას. აწი სულ გამომიყვანე დაფასთან, ასე უფრო ვიმახსოვრებ.“
ქვემოთ მოცემულია ცხრილი, სადაც ჩანს გიორგის შედეგები გასულ წელს, პირველ სემესტრში და ბოლო N7 ტესტის შედეგი აჩვენებს ექსპერიმენტის შედეგს.
  მართალია საბოლოოდ გიორგის 4 ქულა გამოუვიდა, თუმცა პროგრესი სახეზე არის და შედეგის გაუმჯობესება რეალურად არის შესაძლებელი.



8.რეკომენდაციები.

რეკომენდაციის ნიმუში.
მსგავსი ექსპერიმენტის დროს უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი:
1.         არ მოხდეს მასწავლებლის ყურადრების კონცენტრაცია მხოლოდ ერთ მოსწავლეზე.
2.         ყოველთვის ერთი და იგივე მოსწავლისათვის მასწავლებლისთანაშემწისსტატუსმა შეიძლება სხვების მოტივაცია შეასუსტოს. ამის თავიდან ასარიდებლად, უნდა გავაკეთოთ შემდეგი: საჯაროდ არ გამოვაცხადოთ თუ ვინ იქნება ჩვენი თანაშემწე.
3.         აქტიურად უნდა გაანაწილოთ დავალებები და კითხვები კლასის სხვა მოსწავლეებზე, რათა თავი უფუნქციოდ არ იგრძნონ.
4.         მასწავლებლისთანაშემწისსტატუსი არ გახადოთ მოსწავლისათვის მოსაბეზრებელი.
5.         გაითვალისწინეთ, შეიძლება ექსპერიმენტის ობიექტი ადვილად ვერ ართმევდეს თავს მიცემულ დავალებას და გაკვეთილის ლექციური ნაწილი ცოტათი გაიწელოს.
6.         თუ თავიდან ექსპერიმენტის ობიექტი თავს ვერ ართმევს დავალებას, ნუ ჩაიქნევთ ხელს.
7.         შესაძლოათანაშემწემრაიმე ცნება არასწორად დაწეროს, რამაც თანაკლასელთა მხრიდან მისი დაცინვა გამოიწვიოს. მზად იყავით მოსწავლეთა ასეთი ქცევისათივ შესაბამისი რეაგირება მოახდინოთ, რათა არ დაითრგუნოს ექსპერიმენტის ობიექტი და ექსპერიმენტი არ ჩაგვეშალოს.
8.         მოსწავლის ჩართულობისათვის მორგებულ სტრატეგიას  სისტემატიური ხასიათი მივცეთ, თუმცა აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ აქტივობა არ უნდა იყოსთანაშემწისათვისმომაბეზრებელი და დამღლელი.












9. გამოყენებული ლიტერატურა
  
1)         ქ.თოფაძე- მოტივაცია და მოტივაციის ამაღლების საშუაებები. „სწავლება და შეფასება“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი 2008 წ.
2)         ნ.აფშილავა, ს.ბუბუნაური- მოტივაცია და ჩართულობა. პედაგოგიური საქმიანობის  კვლევის საფუძვლები 2017წ.
3)         ი.აბულაძე- მოტივაცია თეორიასა და პრაქტიკაში. ინტერნეტგაზეთი 2014წ.   











დანართი 1: ინტერვიუ ცდის პირთან
მასწავლებელი- გიორგი რომელი საგანი მოგწონს ყველაზე მეტად?
გიორგი- ბიოლოგია, ქართული, მატემატიკა და ისტორია.
მასწავლებელი- მახსოვს ერთი თვის წინ რომ დაგისვი ეს შეკითხვა მაშინ ისტორია არ მოგწონდა, ხომ ვერ მეტყვი რა შეიცვალა ამ ერთი თვის შემდეგ?
გიორგი- არ ვიცი.
მასწავლებელი- შენი აზრით კარგ მასწავლებელს რა დადებითი თვისება უნდა ჰქონდეს?
გიორგი- კარგ მასწავლებელს? გაკვეთილს რომ ახსნის, მოსწავლეს უნდა ჰკითხოს გაიგო თუ არა გაკვეთილი და როდესაც მოსწავლე ეტყვის ვერ გავიგეს, მასწავლებელმა თავიდან უნდა აუხსნას.
მასწავლებელი- გიორგი, შენი აზრით, რა თვისება არ უნდა ჰქონდეს მასწალვებელს?
გიორგი- მოსწავლეს არ უნდა უყვიროდეს.
მასწალებელი- გიორg, მე გდავხედე გასული წლების შენ შემაჯამებელ ნამუშევრებს და აღმოჩნდა, რომ ეს ბოლო შემაჯამებელი მათ შორის საუკეთესო არის. შენი აზრით, რამ გამოიწვია ეს?
გიორგი- არ ვიცი მასწავლებელო.
მასწავლებელი- შენთვის მნიშვნელოვანი და სასიამოვნო თუ არის ასეთი შედეგის დადება?
გიორგი- კი მასწავლებელო.
მასწავლებელი- სასწავლო წლის დასაწყისში მე დაგპირდით, რომ საუკეთესო მოსწავლეები საჩუქრებს მიიღებდა.
გიორგი- დიახ. მახსოვს.
მასწავლებელი- როგორც ვიცი ბევრი მოსწავლე გააქტიურდა პრიზის მოსაპოვებლად. შენ თუ მოინდომე პრიზის მიღება და თუ შეეცადე ისტორიის სწავლას?
გიორგი- არა. (იღიმება)
მასწავლებელი- რატომ?
გიორგი- ვფიქრობდი, რომ სხვებ მაინც ვერ ვაჯობებდი.
მასწავლებელი- დაფასთან რომ გამოდიხარ ეს გეხმარება სწავლაში?
გიორგი- კი მეხმარება. რომ ვწერ უფრო ვიმახსოვრებ.





დანართი 2: ცდის პირის ტესტების შედეგების შედარება


ტესტი
კითხვის რაოდენობა
ტესტში
პასუხების რაოდენობა
საშუალო
ქულა
კლასის საშუალო
ქულა

1
19
5
2,63

2
16
2
1,25

3
30
4
1,33

4
32
0
0

5
20
2
1

6
20
4
2

7*
26
10
3,84




ინტერვიუს კითხვები:
კითხვები იმ მოსწავლეს რომელსაც ვაკვირდებით.
1.         რომელი საგანი მოგწონს და რატომ?
2.         რა განსაკუთრებული მეთოდი აქვს იმსაგანის მასწავლებელს რომელიც მოგწონს და სწავლობ?
3.         რას აფასებ მასწავლებელში? (მასწავლებლის დადებითი თვისება)
4.         რა არის მასწავლებლის ყველაზე უარყოფითი თვისება?
5.         როგორი უნდა იყოს იდეალური მასწავლებელი?
6.         რა სირთულეებს აწყდები გაკვეთილის მომზადებისას?
7.         რა გიშლის ხელს გაკვეთილის მომზადებაში?
8.         მასწავლებლის გამო არ მოგწონს საგანი?
9.         როგორი გაკვეთილი იქნება შენთვის კომფორტული?







                                      რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა

                                                                                         სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის      
                                                                                         სოფელ ჭანჭათის საჯარო სკოლის  პედაგოგი
                                                                                                                  ილია ვდაჭკორია

                                             
     2017 წლის 13 მაისს თბილისში საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ფარგლებში გამოვედი მოხსენებით. მოხსენების თემა იყო: „როგორ მოქმედებს დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე  მოსწავლის ჩართვა მასწავლებლის თანაშემწედ მის აკადემიურ მიღწევებზე“.  დარბაზში მსხდომთ დაურიგდა საკომფერენციო კვლევის ეგზემპლეარები. მოხსენების პარალელურად დამსწრე საზოგადოებას პროექტორით ვაჩვენე საკონფერენციო თემის საკვანძო საკითხები.
  დამსწრე საზოგადოებას გავაცანი პრაქტიკის კვლევლევის ფარგლებში ჩემ მიერ განხორციელებული კვლევის თემა, (რომელზე მუშაობასაც ორ თვეზე მეტი მოვანდომე) მიზანი, ჩემ მიერ გამოყენებული მეთოდოლოგია და კვლევის შედეგი. მოხსენების ეს ნაწილი 10-15 წუთი გაგრძელდა რომლის შემდეგაც კითხვა პასუხის რეჟიმში გადავედი და ვუპასუხე აუდიტორიის კითხვებს. აუდიტორიის კითხვებიდან გამოვყოფ რამოდენიმეს:
1.როგორ მოიფიქრე ეს მეთოდი? (იგულისხმება ჩემი მიდგომა მოსწავლესთან, რომელიც საკვლევი ობიექტი იყო)
2.გაუზიარე თუ არა ეს მეთოდი სხვა მასწავლებლებს?
3.კვლევის ობიექტმა დღეს თუ იცის კვლევის მთავარი მონაწილე რომ იყო?
4.დღეს როდესაც ექსპერიმენტი დამთავრდა რა შედეგები გიორგის? („გიორგი“ კვლევის ობიექტის
   პირობითი სახელია)

აუდიტორიის კითხვებს შემდეგნაირად ვუპასუხე:

1.არასაგაკვეთილო პროცესის დროს გიორგიში დავინახე ის, რომ მას შეუძლია რომელიმე კონკრეტულ დავალებას დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდოს. ამ მხრივ ის გამოირჩეოდა თანატოლებისაგან. ამიტომ გადავწყვიტე მისი ეს დადებითი მხარე გამომეყენებინა მიზნის მიღწევაში და გამეუმჯობესებინა გიორგის აკადემიური მოღწევა. ამ მეთოდის გამოყენებით გიორგი სულ ჩემთან ახლოს იქნებოდა და ვერ მოახერხებდა ყურადრების გადატანას საგაკვეთილო პროცესიდან.
2.როდესაც დადებითი შედეგი მივიღე, რათქმაუნდა ეს შედეგები ჩემ კოლეგებსაც გავუზიარე და სურვილი მაქვს, რომ ეს მეთოდი სხვა პედაგოგმაც გამოიყენოს და მისი შედეგები შევადარო ჩემ შედეგებს და ამით უფრო დავაზუსტო რამდენად კარგად მუშაბს ეს მეთოდი.
3.კვლევის ობიექტმა დღესაც არ იცის კვლევის მთავარი მონაწილე რომ იყო. მართალია მისი მეგობრები გიორგის აკადემიური მიღწევების მატებას მიაწერდნენ იმას, რომ „გიორგი დაფასთან რომ გამოგყავდათ და ასე და ასე რომ კეთებინებდით მაგიტომაც აქვს მაღალი ნიშნებიო“ თუმცა არც გიორგიმ და არც მისმა მეგობრებმა დღემდე არ იცის კველევის ობიექტი რომ იყო. დიდხანს ვფიქრობდი მეთქვა თუ არა გიორგისთვის კვლევის ობიექტი რომ იყო, მაგრამ შემდეგ გადავიფიქრე.
დამსწრე საზოგადოებამ დაამიდასტურა, რომ ჯობს გიორგიმ არ გაიგოს კვლევის ობიექტი რომ იყო და ეს დარჩეს მისტვის საიდუმლოდ.
4.კვლევის ფარგლებში ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ, რათქმაუნდა გიორგის აკადემიური მიღწევებმაც მოიკლო

ჩემ მიერ წარდგენილმა კვლევამ ფართო აუდიტორიის  ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. დამსწრე საზოგადოებას განსაკუთრებით მოეწონა ჩემ მიერ შეტავაზებული მეთოდი. თუმცა ზოგი მაგანი აღნიშნავდა, რომ მსგავსი  მეთოდის გამოყენება მრავალრიცხოვან კლასში ნაკლებად ეფექტური იქნებოდა. მათ ამ მოსაზრებას მეც ვეტანხმები, თუმცა დამსწერთა მეორე ნაწილი და მათ შორის სამოქალაქო განათლების პედაგოგი და ექსპერტი სოფიკო ლობჟანიძე თვლიდა რომ აღნიშნული მეთოდის გამოყენება სავსებით შესაძლებელი იქნებოდა მრავალრიცხოვან კლასშიც.




Комментариев нет:

Отправить комментарий