ილია ვადაჭკორიას მოხსენება

 „სასწავლო რესურსი და მისი გავლენა შემაჯამებელ სამუშაოზე“
(IX კლასის სკოლის მოსწავლეების მაგალითზე)
თემის ავტორი: სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათის საჯარო სკოლის პედაგოგი ილია ვადაჭკორია
  მასწავლებლების უმრავლესობისთვის ცნობილი არის ის ფაქტი, რომ მოსწავლეს საკლასო შეფასება გაცილებით მაღალი არის ვიდრე შემაჯამებელი სამუშაოს შეფასება. აღნიშნულ პრობლემას წლების მანძელზე სხვადასხვა მეთოდებით ვებრძოდი.
  მოსწავლეებს ყოველთვის ერთი კვირით ადრე ვაფრთხილებდი თუ როდის ექნებოდათ ტესტირება, თუმცა ასეთ ქმედებას არანაირი შედეგი არ მოჰქონდა. მოსწავლეთა უმრავლესობა მაინც მოუმზადებელი მოდიოდა შემაჯამებელი სამუშაოსთვის. ყოველივე ამან გადამაწყვეტინა რაღაც მეღონა აღნა აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად.
  პირველი ნაბიჯი ამ პრობლემის გადასაჭრელად იყო ის, რომ დავიწყე ეგრეთწოდებული პრეტესტების ჩატარება. პრეტესტებში მოცემული იყო საკითხები, რომლებიც მომავალ ტესტირებაში შეხვდებოდათ მოსწავლეებს, პრეტესტების სტრუქტურა ისეთივე იყო როგორის მქონდა დაგეგმილი ტესტირებისთვის, თუმცა ეს ორი ტესტი (პრეტესტი და ტესტი) შინაარსობრივად ერთმანეთის იდენტური არ იყო. პრეტესტების შედეგებმა მნიშვნელოვანი ცვლილება ვერ მომცა. მოსწავლეები პრეტესტების კითხვებს ისე უდგებოდნენ, როგორც ტესტების კითხვებს და მათთვის გაუგებარ ან უცნობ საკითხს პრეტესტების შემდეგ ტესტირებისთვის არ ამუშავებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ იცოდნენ მსგავსი კითხვები რომ  შეხვდებოდათ ტესტირებაში.
  რადგან პრეტესტებმა მნიშვნელოვანი შედეგი ვერ მომცა გადავწყვიტე ცოტა სხვა კუთხიდან მივდგომოდი პრობლემას.  შემაჯამებელი სამუშაოსთვის მოსწავლეების მომზადებისთვის ტესტირების წინა დღეს მოსწავლეებთან ერთად ვახდენდი განვლილი მასალიდან ფაქტებისა და მოვლენების გახსენებას და ინტერაქტიულ რეჯიმში ერთობლივად ვამუშავებდით საკითხებს. ეს მეთოდი გაცილებით ეფექტური არის, რადგან ტესტირებისგან განსხვავებით მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა კუთხიდან შეხედოს საკითხს და მისთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით დასვას კითხვები და ამით კიდევ მოახდინოს თემის გასენება. თუმცა ამ მეთოდს ის მინუსი აქვს, რომ დიდი მასალის ერთდროულად აღქმა რთული არის, განსაკუთრებით კი იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც გაკვეთილების დიდ ნაწილს არ სწავლობს. აღნიშნული მეთოდი კარგი არის ისეთი მოსწავლეებისათვის, რომლებიც სისტემატიურად მუშაობენ და ორიოდე სიტყვა საკმარისია მათთვის მთელი თემის გასახსენებლად. ასეთი მოსწავლეები აქტიურადაც ერთვებიან ასეთი სახის ინტერაქტივში და პროცესი სასიამოვნო სახეს იღებს მოსწავლე- მასწავლებლისთვის, თუმცა დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებისთვის მსგავსი მეთოდი შემაჯამებელი სამუშაოს შედეგზე გავლენას ვერ ახდენს.
  ოთხწლიან პედაგოგიურ პრაქტიკაში მხოლოდ ერთადერთი მოსწავლე მყავდა, რომელიც უმეტესად ზუსტად იმავე ნიშანს იღებდა შემაჯამებელ სამუშაოში, რასაც საკლასოში. აღნიშნული მოსწავლე კარგი აკადემიური მოსწრებით გამოირჩეოდა და თავიდან ეს მეგონა შემაჯამებელში მაღალი ნიშნების მიზეზი, შემდეგ კი გამოვარკვიე ზუზტი მიზეზი: აღნიშნული მოსწავლე შემაჯამებელი სამუშაოს წინ სისტემატიურად აკეთებდა თავების დასასრულს მოცემულ დავალებებს და უცხო საკითხების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამის გაკვეთილს იმეორებდა. სწორედ განვლილი მასალის გადამეორება იყო შემაჯამებელ სამუშაოში მაღალი ნიშნების მიღების მიზეზი. თუმცა იმასაც ვხვდებოდი, რომ მასწავლებლისთვის მიუღწეველი იქნებოდა ყველა მოსწავლისთვის მეიძულებინა განვლილი მასალისგადამეორება, განსაკუთრებით კი დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებისთვის.
  აქედან გამომდინარე გადავწყვიტე ისეთი რამ მომეფიქრებინა, რაც ყველა მოსწავლისთვის მისაღები და სახალისო იქნებოდა. აქვე უნდა გამეთვალისწინებინა, რომ ამ ყველაფრისთვის უნდა გამომეყენებინა რაიმე ისეთი პროგრამა, რომესაც სტანდარტული კომპიუტერი თავისუფლად გახსნდა. აქვე გაცნობებთ, რომ ტესტები თავის დრზე გავაკეთე FlashPortable პრგრამაში, თუმცა მისი მინუსი ის იყო, რომ ამ ტესტების გასახსნელად კომპიუტერის სპეციალურად მომზადება იყო საჭირო, რაც დამატებით სირთულეებს ქმინდა.
  ინტერნეტის მეშვეობით შევისწავლე ტესტების გაკეთება PowerPoint-ში. ჩემ მიერ PowerPoint-ში გაკეთებული ტესტები ოთხი სავარაუდო პასუხისგან შედგება. მოსწავლე ირჩევს რომელიმე მათგანს და პროგრამა თავისით ეუბნება მოსწავლემ სწორად უპასუხა კითხვას თუ მცდარად.   აღნიშნული რესურსი ჩავტვირთე სკოლის კომპიუტერებში, ინდივიდუალურადაც გადავუწერე მოსწავლეებს (ვისაც კომპიუტერი ჰქონდა სახლში) მოსწავლეებს ავუხსენი რესურსის გამოყენების ინსტრუქცია და ისიც ვაცნობე, რომ მსგავსი კითხვები რამდენიმე დღის შემდეგ შემაჯამებელ სამუშაოში შეხვდებოდათ. მოსწავლეებს მოეწონათ კომპიუტერთან მუშაობა და დიდი ხალისით შეუდგნენ ტესტების გაკეთებას. მოსწავლეები კომპიუტერებთან ისხდნენ და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ვიუ უკეთ გაართმევდა თავს კომპიუტერში ჩატვირთულ ტესტებს. ისინი არავის მხრიდან არ გრძნობდნენ ძალდატანებას, ისინი უბრალოდ ერთობოდნენ და ამ გართობით ისე სწავლობდნენ, რომ თავადაც ვერ ხვდებოდნენ. მათთვის მხოლოდ ერთი რამ იყო გულდასაწყვეტი, ჩემ მიერ გაკეთებული ტესტები ტესტირების ბოლოს არ აჩვენებდა თუ რამ დენი სწორი და რამდენი არასწორი პასუხი დააგროვა მოსწავლემ, თუმცა საბოლოო ჯამში მოსწავლეების მხრიდან მოწონება დაიმსახურა ჩემ მიერ შექმნილმა ტესტებმა.
  მოსწავლეებისთვის მეტი ინტერესი რომ აღმეძრა, ამისთვის ტესტებში გრაფიკული გაფორმებებით და ფერებით გულდასმით შებარჩიე. ვეცადე თვალისთვის დამამშვიდებელი ფერები გამომეყენებინა, რათა მოსწავლეებს კომპიუტერთან მუშაობა არ მობეზრებოდა.
  აღნიშნული რესურსის მინუსად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მხოლოდ დახურული კითხვების გაკეთება არის შესაძლებელი, რაც მოსწავლის შესაძლებლობას სრულად ვერ გამოამჟღავნებს.
  რესურს ასევე ახლავს დამატებითი საინფორმაციო ველი. თუ მოსწავლე დარწმუნებული არ არის პასუხის სისწორეში და მის მონიშვნას ორჭოფობს, ამ შემთხვევაში მას შეუძლია იქვე კითხვის ზემოთ შევიდეს საინფორმაციო ველში „გაიგე მეტი“ და აქ წაიკითხოს მოკლე ისტორია საკითხის შესახებ, რომლის მიხედვითაც სწორად შეძლებს პასუხის გაცემას.
 სასწავლო რესურსის გამოყენებით შემაჯამებელი სამუშაოს შედეგმა აიწია ისეთ მოსწავლეებში, რომლებიც დაბალი აკადემიური მოსწრების იყვნენ. მოსწავლეთა უმრავლესობამ აშკარად უკეთ გაართვა თავი ტესტირებას. თუმცა არსებობდა ისეთი მოსწავლეები, რომლებიც სკოლაში იშვიათად დადიოდა არც სახლში ჰქონდათ კომპიუტერი და დიდათ არც სკოლაში ინტერესდებოდნენ კომპიუტერით. თუმცა ჩემ შემთხვევაში ასეთი მოსწავლეები მხოლოდ ოც პროცენტს შეადგენდა.


სასწავლორესურსის შექმნის მოკლე ისნსრუქცია:
Microsoft PowerPoint Presentation- ში ტესტების მთავარი ჩონჩხის აგების შემდეგ ვიწყებთ მათში ღილაკების გააქტიურება. ფოტოზე ნაჩვენებია მთავარი გვერდი, რომლითაც შესაძლებელია ტესტებზე და სხვა ინსტრუმენტებზე გადასვლას. თუ გვინდა, რომ ღილაკით „ტესტები“ გადავიდეთ ტესტირების ველში და დავიწყოთ ტესტები ამისათვის
უნდა დავწკაპოთ  ღილაკზე „ტესტები“.





 რის შემდეგაც გადავალთ ველზე სადაც შეგვიძლია ავირჩიოთ ვარიანტები.


ღილაკების გააქტიურება და სასურველ გვერდზე გადასვლა ხდება შემდეგნაირად: შევდივართ INSERT- ში.

შემდეგ Hyperlink Action-ში


ჩამოშლილ ფანჯარაში მოვნიშნავთ Place in This Document-ს აქვე ავირჩევთ თუ რომელ გვერდზე გვინდა გადაგვიყანოს მონიშნულმა ღილაკმა და ვაძლევთ “OK”-ს.


მაგალითად თუ გვინდა, რომ ქვემოთ მოცემულ კითხვაზე სავარაუდო პასუხების N3-მა გვიჩვენოს „პასუხი სწორია“ ამისათვის ვაკეთებთ იმავე ოპერაციას და ვუთითებთ იმ გვერდს სადაც წინასწარ გვაქვს გამზადებული წარწერა „პასუხი სწორია“ და ღილაკი „გადადი შემდეგზე“




Комментариев нет:

Отправить комментарий