წრის გეგმა "звоночки"


წრის ფუნქციონირების მნიშვნელობა
და აქტუალურობა.

    რუსული ენის სწავლება იწყება მე-V კლასიდან. მაგრამ დაწყებითი კლასის ბევრ
მოსწავლეებს გაუჩნდა სურვილი რუსული ენის სწავლების.
         მე, როგორც რუსული ენის პედაგოგმა  გადავწყვიტე მემუშავა ამ ბავშვებთან,
ჩამომეყალიბებინა უცხო ენის კათედრაზე რუსული ენის წრე, რითაც დავეხმარებოდი
მათ რუსული ენის შესწავლაში, ენის გააზრებაში. გარდა ამისა მიეღოთ მონაწილეობა
თოჯინების სპექტაკლებში.
           წრის მუშაობის მიზანია მოსწავლეებმა გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი. შესძლონ
სოციალური ურთიერთობის დამყარებაში -- მისალმება, დამშვიდობება, მადლობის
გადახდა, ტელეფონით საუბარი..... და სხვა. შესძლონ ინფორმაციის გაცვლა პირადი
მონაცემების შესახებ ( გვარი, სახელი, მისამართი, ტელეფონი.) ამასთან ერთად
მოსწავლეებმა უყურონ რუსულ საბავშვო მულტფილმებსა და ზღაპრებს. გარდა ამისა
დავდგამთ თოჯინების თეატრს და გამოვალთ სცენაზე.
           შესაბამისად მოსწავლეებს განვუვითარებთ შემოქმედებით უნარ- ჩვევებს. წრის
მუშაობაზე მოსწავლეებს მოუწევთ მუშაობა ერთმანეთთან, ამით მოსწავლეებს
ჩამოუყალიბდება გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები.



საწრეო მუშაობის პროგრამა
N
თვე და რიცხვი
აქტივობის დასახელება
1
      21.01.19                                     
გავაცნობ ბავშვებს რუსულ ანბანს, რამდენი ხმოვანია და  რამდენი თანხმოვანია. მოვახდენ შედარებას რუსული და ქართული ანბანს შორის.

2
04.02.19                                      
 „მისალმება“, „დამშვიდობება“.  ტექსტის მოსმენა და გააზრება.

3
    11.02.19.                                    
„მოკითხვა“, „ პიროვნების წარდგენა “. ტექსტის მოსმენა და გააზრება.

4
    18.02.19                                     
 კომპიუტერის მეშვეობით  რუსული ზღაპრებისა და მულტფილმების
 ნახვა და მათი გააზრება.
5
    25.02.19                                      
თემა:  „თავაზიანად მიმართვა“ და „მობოდიშება“
6
    04.03.19                                     
რატომ ვიყენებთ რუსული სიტყვებს ქართულ ენაში ( მაგიდა - სტოლი,
ასანთი - სპიჩკა) დას ასე შემდეგ მაგალითების მოყვანა.

7
11.03.19.                                     
„მოლოცვა“ ტექსტის მოსმენა და გააზრება.
8
   18.03.19                                      
„შინაური ცხოველები და ფრინველები“. მულტფილმების ყურება                                                  ცხოველებზე და ფრინველებზე.


9
   25.03.19                                    
მოვაწყობთ კონკურს თემაზე     „მე შემიძლია რუსულად ვთქვა“

10
  
   01.04.19                                     
„სხეული“ ტექსტის მოსმენა და გააზრება.

11
08.04.19                                    
„გარეგნობა“  ტექსტის მოსმენა და გააზრება.
12
15.05.19                                     
 „სად ვცხოვრობთ  ჩვენ“. მოსმენა და გააზრება.
13
  22.04.19                                      
„ჩემი სოფელი“ --- ექსქურსია ბუნებაში.

14
  29.04.19                                     
„თოჯინები“ მოსმენა და გააზრება (კომპიუტერის  გამოყენებით).

15
  06.05.19                                     
„ჩვენი თოჯინები“. თოჯინების თეატრი. მოსმენა და გააზრება.

16
13.05.19                                      
მომზადება თოჯინების თეატრის.
17
  20.05.19                                      
თავისუფალი თემა
18
27.05.19                                       
თავისუფალი თემა
19
03.06.19                                      
თოჯინების თეატრი. ზღაპარი.

20
  10.06.19                                      
საწრეო მუშაობის შეჯამება




Комментариев нет:

Отправить комментарий