ქართლის
გაქრისტიანება
III საუკუნის პირველ
მეოთხედში ირანში ძალაუფლება ხელთ იგდეს სასანიდების
დინასტიამ, (რომელსაც საფუძველი ჩაუყარა არდაშირმა
(224-241) რომელმაც მოახერხა ირანული ხალხების კონსოლიდაცია, რამაც მოკლე ხანში გააძლიერა
ირანი. ირანმა აქტიურად შეუტია რომს და დიდად შეავიწროვა. ამ დროს ირანელების ბატონობის
ქვეშ მოექცა ქართლიც. მალე რომმა მოახერხა ძალების მობილიზება და 298 წლის ნიზიბინის ორმოცწლიანი ზავით ირანმა
რომს დაუთმო სომხეთი და იბერია. ზავის თანახმად ქართლის მეფეს სამეფო ნიშნები უნდა
მიეღო რომაელებისაგან. „ქართლის ცხოვრების“ (კერძოდ „ცხოვრება ქართუელთა მეფეთა“-ს) მიხედვით ქართლის მეფის ასფაგურის გარდაცვალების შემდეგ თითქოს შეწყვეტილა
ფარნავაზიანთა დინასტია. ქართლის დიდებულებს ირანის შაჰ ქასრე ანუშირვან სასანიანისთვის უთხოვიათ ქართლის მეფედ დაესვათ თავისი
შვიდი წლის ვაჟი მიჰრანი. მირიანს (მიჰრანს)
დაუვიწყია ყოველივე სპარსული და უსწავლია ქართული.
ეს ცნობა სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან შეუძლებელია
მირიანი ყოფილიყო პირველი სასანიდი შაჰის შვილი. სავარაუდოდ ქართველი მემატიანე ცდილობდა
მირიანისათვის მოენახა განსაკუთრებით დიდი და მნიშვნელოვანი წინაპრები. აგრეთვე გაურკვეველია
თუ რატომ უნდა დაევიწყა ირანელ უფლისწულს ყოველივე ირანული. ამას უნდა დაემატოს ისიც,
რომ ამ დროს რომის გავლენა ვრცელდება სომხეთსა და ქართლზე. რომაელებმა სომხეთის ტახტზე
თავისი კაცი აიყვანეს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომაელებს ირანული წარმოშობის უფლისწული
დაეტოვებინათ ქართლის ტახტზე. და ბოლოს „მოქცევაი
ქართლისაის“ მატიანეში მირიანის მამად დასახელებულია ქართლის მეფე ლევი, რომელიც „მეფეთა ამბავში“ არ იხსენიება. სამაგიეროდ იხსენიება მირიანის შვილის
სახელი რევი, (როგორც ჩანს მამისა და შვილის
თანმიმდევრობა არის არეული)
უძველესი ცნობები ქართლის გაქრისტიანების შესახებ
შემონახული აქვს ბერძნულ-ლათინურ მწერლობას. კერძოდ კი გელასი კესარიელს, რომელსაც „საეკლესიო ისტორია“ დაუწერია ქართლის გაქრისტიანებიდან
დაახლოებით ორმოცდაათი წლის შემდეგ.
წმინდა ნინო იყო კაბადოკიელი სარდლის ქრისტიანობის
გამავრცელებელი ზაბილონისა და იერუსალიმის
პატრიარქ იუბელანის დის სუსანას შვილი. თორმეტი წლის რომ გახდა ნინო,
მისმა მშობლელა ყველაფერი გაყიდეს და ღარიბებს დაურიგეს, თავად კი საეკლესიო ცხოვრება
აირჩიეს. ნინო შეეკედლა სამეფო წარმოშობის ქალ რიფსიმესთან. კეისარს რიფსიმეს ცოლად შერთვა მოუსურვებია, მაგრამ უბიწოების
აღთქმადადებული რიფსიმე და მასთან ერთად ორმოცდაათი ქალწული სომხეთში გაქცეულა. მათ
თან გაჰყოლია ნინო. სომხეთის მეფემ თრდატმა,
რომელიც ჯერ კიდევ წარმართი იყო, ისინი აწამა. ნინო ცოცხალი გადარჩა და საქართველოსკენ
წამოვიდა.
მირინმა გაქრისტიანების შემდეგ სამი
ჯვარი დაადგმევინა: 1)დღევანდელი ჯვრის ეკლესიასთან,
2)თხოთის მთაზე (სადაც მირიანს მზე დაუბნელდა, 3)ქალაქ უჯარმაში.
თავდაპირველად ქრისტიანობა დაბალ სოციალურ წრეში
გავრცელდა, შემდეგ კი მაღალი საზოგადოების წევრები მიხვდა, რომ ქრისტიანობას მათთვის
სარგებლის მოტანა შეეძლოთ.
დროთა განმავლობაში წარმართულმა ტაძრებმა და
ქურუმებმა დიდძალი ქონება და მამულები დააგროვეს მეფეთა და დიდებულთა შემოწირუობის
ხარჯზე. ეხლა კი შესაძლებელი იყო წარმოათული ტაძრებისათვის ჩამოერთმიათ მიწები, რაც
მეფე-მთავრებს გააძლიერებდა.
შემდეგ ნინო მთიულეთში წავიდა საქადაგებლად, მაგრამ
წინააღმდეგობას წააწყდა. აქედან კახეთში გადავიდა, კახელნი კი სულ მთლად აყრილან და
მიუვალი მთებისთვის შეუფარებიათ თავი. მთაში ვინც ქრისტიანად არ მოინათლა მას გადასახადები
გაუზარდა.
ქართლში ქრისტიანობის გავრცელება რომისათვის მეტედ
ხალსაყრელი იყო, რადგან ქართლი-რომის ურთიერთობა უფრო გაღრმავდებოდა და ქართლი ირანის
მხარეს არ დაიჭერდა.
ქრისტიანობის მიღებით მეფე მიზნად
ისახავდა ქვეყნის კონსოლიდაციას. ერთიანი კულტი შეამჭიდროვებდა ქვეყნის სხვადასხვა
ნაწილებს, გააძლიერებდა ცენტრალური ხელისუფლების ძალაუფლებას. თვით ქრისტიანული ეკლესიის
ორგანიზაცია იმეორებდა სახელმწიფო ორგანიზაციას.
გასარკვევი და საკამათოა ქართლის გაგრისტიანების
თარიღის დადგენა. კ.კეკელიძე გელასი კესარიელის
ნაშრომზე დაყრდნობით ქართლის გაქრისტიანების თარიღდ 355 წელს ასახელებს. არგუმენტად მოყავს 338 წელს ევსევი კესარიელის მიერ დაწერილი ისტორიული თხზულება, სადაც დეტალურადაა
აღწერილი ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინეს
მოღვაწეობა. თუმცა ქართლის გაქრისტიანების შესახებ არაფერია ნათქვამი. თან იმასაც მიუთითებს,
რომ 355 წლის 25 მაისს მოხდა მზის დაბნელება
რომელიც მცხეთა-კასპის რაიონზე ვრცელდებოდა. ივ.ჯავახიშვილი მიიჩნევს, რომ მზის დაბნელებით თარიღის განსაზღვრა
ვერ მოხდება, რადგან მახლობელ წლებშიც მომხდარა მზის დაბნელება, კერძოდ კი 319, 346,348 წლეებში. ჯავახიშვილი ფიქრობს, რომ შესაძლოა მხოლოდ იმიტომ
არა ახსენა ევსევი კესარიელმა ქართლის გაქრისტიანება თავის ისტორიაში, რომ ამაში თავად
კონსტანტინეს არ მიუძღოდა წვლილი. ერთი კი ცხადია: ქართული და ბერძნულ- ლათინური წყაროების
თანახმად ქართლის გაქრისტიანება იმპერატორ კონსტანტინეს დროს მომხდარა. ივ.ჯავახიშვილი
ქართლის გაქრისტიანებას 337 წელს მიიჩნევდა.
დღეისათვის კი დადგენილი თარიღი არის 326 წელი.
საქართველოს პირველი
მღვდელმთავარი იოანე იყო.
მასალა მოამზადა ილია ვადაჭკორიამ
Комментариев нет:
Отправить комментарий